ქვიარი WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურს მედია თანასწორობისთვის 2022-ის გამარჯვებული გახდა. ქვიარმა ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში მეორე ადგილზე კავშირი
ქვიარი WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურს მედია თანასწორობისთვის 2022-ის გამარჯვებული გახდა. ქვიარმა ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში მეორე ადგილზე კავშირი საფარი დასახელდა, ხოლო მესამეზე — GrlzWave.
WECF Georgia-მ გამარჯვებულები კიდევ ხუთ საპირზო კატეგორიაში გამოავლინა:
საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი
- თორნიკე მანდარია — თოზუ თანასწორობისთვის (რადიო თავისუფლება);
- ანი ვაშაგაშვილი — ირანელი ქალები (ფორმულა);
- ნინო ბიძინაშვილი — მენსტრუაციის ხარჯები: ქალების უხილავი პრობლემა (ნეტგაზეთი).
საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი
- ლელა დუმბაძე — ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ (ბათუმელები);
- მანანა ქველიაშვილი — ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის (ბათუმელები);
- თეა დავაძე — თაობების გზავნილი ქალებს (სათემო რადიო მარნეული).
საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი
- ანიკი გელაშვილი — ილუსტრაციების სერია: რას ნიშნავს იყო ქალი საქართველოში?
- ნინო გოგუა — დოკუმენტური ფილმი: დღე და ღამე (ჩაიხანა);
- სოფო აფციაური — ტაბაწყური — ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.
საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში
- ნათია გულისაშვილი;
- ელენე ასათიანი;
- მარიამ ნანობაშვილი.
საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი
- მარიამ კვარაცხელია;
- ნინო (ევა) ართმელიძე;
- თამთა შერმაზანაშვილი.
ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ეკა ქევანიშვილს.
კონკურსი მედია თანასწორობისთვის მიზნად ისახავს „გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმას და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას“ და სწორედ ამიტომ, ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და ავტორებს ყოველწლიურად გამოარჩევს.
Don't Miss
მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის „მაკატე ლიეტუვას წინააღმდეგ“ (განაცხადი #61435/19) საჯარო მოსმენაზე 2023 წლის 23 იანვარს განაჩენი გამოიტანა. მოსარჩელე ნერინგვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს, 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა. აღნიშნული ჯილდო
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება