25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა და „სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები“ ქალთა სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან.
8 მარტს, საქართველოს 13 ქალაქში გაიმართება მარში — „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“. მარში რუსული კანონის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მიზნად ისახავს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის დაცვას.
ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ საქართველოში მცხოვრები ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და ქვეყანაში მცხოვრები სხვა მრავალი ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ და რუსული კანონი აღნიშნულის დაკნინებასა და აკრძალვას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს მოსახლეობას დააზიანებს.
„[რუსული კანონის მიღების შემთხვევაში] არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი — შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია! სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე“, — ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
მარში 8 მარტს, 15 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნისში, გორში, თელავში, მარნეულსა და ნინოწმინდაში გაიმართება. თბილისში დაგეგმილი მარში პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.
მარშის უერთდებიან ქალთა მოძრაობა, ქალები საქართველოდან, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანი”, ფონდი ფემინა, ქალთა ფონდი, Tbilisi Pride, ქალთა ფონდი “სოხუმის” თბილისის ოფისი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”, ფემეა, WECF Georgia, საფარი, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის”, ახალგაზრდა ფემინისტები და ასოციაცია “მერკური”.
2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.
პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. ისინი უკვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
ლგბტქი საზოგადოება დიდი ხანია იბრძვის თანაბარი უფლებებისა და მიმღებლობისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. იმის მიღებისთვის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფორმირება,
რა ეტაპზეა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანის საკითხი – ამასთან დაკავშირებით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ჯანდაცვის
The Trevor Project tərəfindən aparılan yeni bir araşdırma LGBTQ gəncləri arasında narkotik istifadəsi və intihar riskini araşdırıb. Araştırmada, kuir
2023 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან, ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი, კამპანიის ძირითადი გზავნილია Together Always: United
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა და „სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები“ ქალთა სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან. საპროტესტო მსვლელობის მიზანია ქალთა გაუპატიურების მიმართ არსებული მანკიერი მიდგომების შეცვლა.
„ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.
ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან – სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში“, — აღნიშნულია Facebook ღონისძიების აღწერაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა“.
აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მოითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადან „შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით“.
ქალთა მოძრაობა აკრიტიკებს საკანონმდებლო ორგანოს, რომელსაც ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა არ აინტერესებს.
„ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. თანხმობა გადამწყვეტია!“ — აღნიშნულია განცხადებაში.
საპროტესტო მსვლელობა გაიმართება 25 ნოემბერს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.
Don't Miss
“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს მთავრობამ
Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა. მისი თქმით,
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას სრულად
მომღერალი ტინა ტერნერი, რომლის Soul კლასიკებმა და პოპ-ჰიტებმა, როგორიცაა The Best და What’s Love Got To Do With It, სუპერვარსკვლავად