ბერლინის ერთ-ერთ არეაში, შენებერგში, ე.წ. ცისარტყელა ბაღი იხსნება. დაგეგმილია, რომ დღის ცენტრის პერსონალთა უმრავლესობა ლგბტქი ადამიანი იქნება. ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, ქვიარ ხილვადობა და რეპრეზენტაცია გაზრდილი იქნება. აღნიშნული
ბერლინის ერთ-ერთ არეაში, შენებერგში, ე.წ. ცისარტყელა ბაღი იხსნება. დაგეგმილია, რომ დღის ცენტრის პერსონალთა უმრავლესობა ლგბტქი ადამიანი იქნება.
ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, ქვიარ ხილვადობა და რეპრეზენტაცია გაზრდილი იქნება. აღნიშნული დღის ცენტრი საპილოტე პროექტის ნაწილია, რომელიც ბერლინის გეი საკონსულტაციო სამსახურის მიერ არის ინიცირებული.
დღის ცენტრის დირექტორი, მარსელ დე გრუტი, ხსნის საპილოტე ბაღებში არსებულ პედაგოგიურ მიდგომას. კონცეფცია იგივეა, რაც სხვა, ტიპური დღის ცენტრებისა, ერთი განსხვავებით — ექსპერიმენტულ ბაღებში ბავშვებისათვის თავიდანვე ცხადი იქნება, რომ გარდა ჰეტეროსექსუალი წყვილებისა, არსებობენ ქვიარ წყვილებიც და ეს ცხოვრების ნაწილია. დე გრუტის თქმით, ბავშვებისათვის ქვიარ ხილვადობა ხელმისაწვდომი იქნება წიგნების მეშვეობით, რომლებშიც არამხოლოდ პრინცსა და პრინცესას, არამედ პრინცსა და პრინცს უყვარდებათ ერთმანეთი. პირობითად, 10 წიგნიდან 3-ს ქვიარ გმირები ეყოლება. კონცეფციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვები ჰეტეროსექსუალები არ იქნებიან, ეს ცოდნა მათ საკუთარი თავის მიღებას გაუმარტივებს.
“მშობლები იმედოვნებენ, რომ მეტ მიმღებლობას იპოვიან ჩვენთან, ვიდრე სხვა დღის ცენტრებში,” — აცხადებს გრუტი.
ბაღი 93 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი. todaytimeslive.com-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ბაღში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა 60-ს შეადგენდა.
berliner-zeitung.de-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ამბობს, რომ ის და მისი პარტნიორი, რომლებსაც საერთო შვილები ჰყავთ, მიესალმებიან მსგავსი დღის ცენტრის გახსნას.
“ჩვენს სანაცნობო წრეში ცისარტყელა ოჯახებს დიდი ხანია გვინდოდა მსგავსი ცენტრი. ეს იმის გამოა, რომ ბევრმა მათგანმა გამოიარა დისკრიმინაცია დღის ცენტრებში.”
დედა, რომელმაც ანონიმურად ყოფნა არჩია, ამბობს, ყოველ დღე გრძელი მანძილის გავლა მოუწევს, რათა შვილი აღნიშნულ დღის ცენტრში ატაროს. მისი თქმით, ურჩევნია ნახევარი საათით მეტი იმგზავროს, მაგრამ მისი შვილი ისეთ ცენტრში იყოს, რომელშიც ქვიარ ადამიანების მეტი მიმღებლობა და რეპრეზენტაციაა.
დღის ცენტრში, სხვა ბაღების მსგავსად, აღსაზრდელებს უხსნიან, რომ ჰეტეროსექსუალი წყვილების გარდა, არსებობენ ქვიარ წყვილებიც. გარდა ამისა უზიარებენ სექსუალურ განათლებაზე მათთვის საჭირო ინფორმაციას, რაც გულისხმობს ასაკისთვის შესაბამისი თემების დაფარვას, მაგალითად: საკუთარი სხეულის შეცნობა, ძალადობის ნიშნების ამოცნობა და უფროსებისთვის ამის შეტყობინება, “არას” თქმა, როცა თავს არაკომფორტულად გრძნობენ, საზღვრების დაწესება/დაცვა და მსგავსი საკითხები.
გავრცელდა ინფორმაცია ბაღთან სოციოლოგ რუდიგერ ლაუტმანის კავშირის შესახებ, რომელმაც 1994 წელს გამოსცა წიგნი “ლტოლვა პატარებისადმი. პედოფილის პორტრეტი”. მისი თქმით, სურდა მეცნიერულად აეხსნა დამნაშავეების ქცევა, მაგრამ რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს გაიგო, როგორც პედოფილიის ლეგალიზებისკენ მოწოდება, წიგნი გაყიდვებიდან ამოიღო. გარდა ამისა, ბაღის მმართველი დირექტორის, მარსელ დე გრუტის განცხადებით, ლაუტმანს დღის ცენტრთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ქვიარი დაუკავშირდა ბერლინში მცხოვრებ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტს, მარიკა ართმელაძეს, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ ბაღში აღმზრდელად მუშაობს.
მარიკას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული დღის ცენტრი ბავშვების სექსუალობის “ცვლილებას” შეუწყობს ხელს, არასწორია.
“ის ხელს შეუწყობს მიმღებლობას”, — აღნიშნავს მარიკა.
მისი თქმით, ზოგადად, გერმანული ბაღების ერთ-ერთი ამოცანაა, ბავშვები მოამზადონ მრავალფეროვან საზოგადოებაში ცხოვრებისთვის და არ განარჩიონ ადამიანები სხვადასხვა ნიშნით.
“ჩვენი საზოგადოება მრავალფეროვანია, ის შედგება ინდივიდებისგან და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. საბავშვო ბაღის განათლების სისტემის ერთ-ერთი ამოცანა ესეცაა, რომ ბავშვები მოამზადო მრავალფეროვან საზოგადოებაში ცხოვრებისთვის და ბაღი არის ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ხდება გაცნობიერებული განათლება და აღზრდის კონცეფციების დანერგვა, რისი მეშვეობითაც უნდა შეიქმნას ცნობიერების მრავალფეროვნების დანერგვა. ის, რომ მრავალფეროვნებამ შეიძლება რამე გავლენა იქონიოს ბავშვის სექსუალურ განვითარებაზე, არის აბსოლუტური აბსურდი და იმ ადამიანებს, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ ამას, არავითარი მეცნიერული დასაბუთების შესაძლებლობა არ გააჩნიათ”, — ამბობს მარიკა.
ის ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანების მრავალფეროვნებას ბავშვი ბაღის ასაკიდანვე შეეჩვიოს. მარიკას თქმით, მისი, როგორც აღმზრდელის მოვალეობაა, ყველა ბავშვს თავის ინდივიდუალობაში შეუწყოს ხელი.
“არიან ბავშვები, რომლებიც მოდიან “Regenbogenfamilie”, იგივე “ცისარტყელა ოჯახიდან”; არიან ბავშვები ქვიარ თემის წევრი მშობლებით; არიან ბავშვები, რომელთა მშობლები არიან დაშორებულები; არიან ბავშვები, რომელთა ოჯახი ქალისა და კაცის ურთიერთობებს გულისხმობს. ეს მრავალფეროვნება გერმანიაში არსებობს და ბაღიც ერთ-ერთი პირველი ადგილია, სადაც ბავშვი გამოცდილებას იძენს”.
მარიკას განცხადებით, გერმანული ბაღები ხელმძღვანელობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონცეფციით, რომელიც ბავშვების სექსუალურ განათლებასთან მიმართებით 2011 წელს შეიმუშავეს. ბერლინის განათლების დებულებაში, რომლითაც ბერლინის ბაღები ხელმძღვანელობენ, ერთ-ერთია ჯანმრთელობის პუნქტი, სექსუალური განათლება და სექსუალური განათლების ხელშეწყობა კი სწორედ ჯანმრთელობის ქვეპუნქტია.
“ამაში იგულისხმება ცოდნა საკუთარი სხეულის შესახებ, საზღვრების დაცვა, “არას” თქმა, დახმარების თხოვნა და ა.შ. ეს არის ძალიან ფართო სპექტრი და ძალიან არასწორი იქნება, დავიყვანოთ და შევადაროთ უფროსთა სექსუალობას და ვთქვათ, რომ ბავშვების “გარყვნა” ხდება, — აცხადებს მარიკა.
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა