ლგბტქი ფილმები

ლგბტქი ინკლუზიური ფილმები კინოგაქირავებაში ბევრად წარმატებულნი არიან – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით ლგბტქი ინკლუზიური ფილმები კინოგაქირავებაში ბევრად დიდ წარმატებას აღწევენ. კვლევის ფარგლებში 4126 ფილმის შემოსავალი შეისწავლეს, რომლითაც დადგინდა, რომ ლგბტქი ფილმები ან ფილმები, რომლებშიც ქვიარ პერსონაჟებიც გვხვდებიან, ბევრად მაღალშემოსავლიანები არიან. „ჩვენი

ლგბტქი ინკლუზიური ფილმები კინოგაქირავებაში ბევრად წარმატებულნი არიან – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით ლგბტქი ინკლუზიური ფილმები კინოგაქირავებაში ბევრად დიდ წარმატებას აღწევენ. კვლევის ფარგლებში 4126 ფილმის შემოსავალი შეისწავლეს, რომლითაც დადგინდა, რომ ლგბტქი ფილმები ან ფილმები, რომლებშიც ქვიარ პერსონაჟებიც გვხვდებიან, ბევრად მაღალშემოსავლიანები არიან.

„ჩვენი მიგნების თანახმად, ლგბტქი ინკლუზიურ ფილმებს 29%-ით უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ, ვიდრე იმ ფილმებს, რომლებიც ქვიარ გამოცდილებებს არ ასახავენ. 2019 წლის ლგბტქი ინკლუზიური ფილმების საერთაშორისო შემოსავალმა $42 მილიარდი შეადგინა“, – აღნიშნავს იამინ ჩენგი, კვლევის ხელმძღვანელი.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ლგბტქი ფილმები, რომლებიც სრულად არიან ორიენტირებული ქვიარ გამოცდილებების ასახვაზე ნაკლებ შემოსავალს მოიპოვებენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ინკლუზიური ფილმები ბევრად დიდ აუდიტორიასთან ახერხებენ კავშირის დამყარებას.