რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჰაკერების დაჯგუფება Anonymous-ს ქართული ჰაკერული დაჯგუფება – GNG-იც შეუერთდა და პრორუსულ ვებგვერდებს თიშავენ. GNG-იმ პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფების, Alt-info-ს ვებგვერდი გათიშა. Alt-info-ს დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ
რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჰაკერების დაჯგუფება Anonymous-ს ქართული ჰაკერული დაჯგუფება – GNG-იც შეუერთდა და პრორუსულ ვებგვერდებს თიშავენ. GNG-იმ პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფების, Alt-info-ს ვებგვერდი გათიშა.
Alt-info-ს დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საიტის აღსადგენად მუშაობენ: „მუშაობა მიმდინარეობს. მიზეზი არ ვიცი, რატომ გაითიშა – ტექნიკოსები მუშაობენ. რამდენიმე საათში მგონი გასწორდება… არაფერი არ გათიშულა.’’
საქართველოდან! 🇬🇪 #gng #hackers #anonymous pic.twitter.com/zpPd496IMI
— GNG (@CryptoN67905169) February 25, 2022
GNG ტვიტერზე აქტიური 25 თებერვლიდანაა და გამომწერებს საიტებზე შეტევის შესახებ ინფორმაციას უზიარებენ. ჰაკერებმა რუსეთის განათლების სამინისტროს ვებგვერდიც გათიშეს, რუსული უსაფრთხოების სამსახურის ფაილებისა და პაროლების მოპოვება შეძლეს, ასევე ყველაზე დიდი რუსული კერძო ბანკის – Alfa Bank-ის ვებგვერდი და ყველაზე დიდი რუსული საფინანსო ინსტიტუტის – Sber-ის საიტი. გარდა ამისა, VTB ბანკის საიტზე შესვლაც შეუძლებელია, ქართველმა ჰაკერებმა ჩეჩნეთის ხელისუფლების ოფიციალურ გვერდზე წვდომაც შეზღუდეს. შეუძლებელია შესვლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელისუფლებო მედიასაშუალების – Russia Today-ის საიტზეც.
GNG ტვიტერის გამომწერებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდებს და ამისთვის სხვადასხვა პრორუსულ საიტზე ერთობლივ შეტევას სთავაზობს.
Don't Miss
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ჰაფზილი 22 თებერვალს, ნათესავმა ამრულა
პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა და მათი იდეების გამჟღერებელი მედიასაშუალება ალტ-ინფო დახურვის საშიშროების წინაშე არიან. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების ლიდერმა,
ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება ფარული
ნურს ლიბანში თავი ბოლომდე დაცულად არასდროს უგრძნია, მაგრამ გასულ რამდენიმე წელში, 25 წლის აფთიაქარმა ბეირუთიდან თავდაცვის მდგომარეობა მცირედით უკან მოიტოვა