2022 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაივლის. ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და განახლებას დაეთმობა. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან პრემიის გულშემატკივრები, რომელთაგან ქალთა
2022 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაივლის.
ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და განახლებას დაეთმობა. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან პრემიის გულშემატკივრები, რომელთაგან ქალთა ფონდი მოისმენს უკუკავშირს, კრიტიკასა და იდეებს, რასაც სამომავლო ცვლილებებში ასახავენ.
ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, წლევანდელი შეხვედრა ქალთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევით გაიხსნება, რომლისთვისაც 60 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა და პრემიის მიმართ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების განწყობები გამოიკვეთა. პრეზენტაციის შემდეგ კი თამარ ცხადაძე, თამთა მელაშვილი და ნანა ფანცულაია გააკეთებენ მცირე მოხსენებებს.
ღონისძიება 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, IOTA HOTEL Tbilisi გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებისთვის სპეციალური სივრცეს იქნება გამოყოფილი, როგორც დაჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე, პირდაპირი თუ ანონიმური უკუკავშირის დასატოვებლად.
კატო მიქელაძის პრემიისთვის მიმდინარე, 2022 წელი საიუბილეოა და დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს. კატო მიქელაძის, მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტისა და ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის სახელობის პრემია ქალთა ფონდის მიერაა დაარსებული და ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება. პრემიის მფლობელი ყოველწლიურად, 29 ნოემბერს ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.
Don't Miss
თამაში სიმსები პერსონაჟების პერსონალიზაციის ახლად დამატებული ვარიანტებით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მარტივია ადამიანების სხვადასხვა ნიშნით რეპრეზენტაცია. Developer Electronic Arts-მა (EA)
ბერლინის ერთ-ერთ არეაში, შენებერგში, ე.წ. ცისარტყელა ბაღი იხსნება. დაგეგმილია, რომ დღის ცენტრის პერსონალთა უმრავლესობა ლგბტქი ადამიანი იქნება. ბავშვთა დღის ცენტრში,
ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის სექსუალური შინაარსის მასალის მიმოცვლა სხვა
„პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა