Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება. დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina
Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება.
დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ.
საღამოს მასპინძელი ტრადიციულად Matt Shally იქნება. მეჯლისის სპეციალური სტუმრები Creams და Meme Music იქნებიან, ხოლო სპეციალურ შემსრულებლად Lucrezia-ს ხილვას შეძლებთ.
THE DRAG BALL თბილისი პრაიდის და საინიციატივო ჯგუფის პროექტია. ეს არის დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბოლის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.
“მოხარულები ვართ დრეგ ბალის ახალი სეზონის დაწყებით და მოუთმენლად ველოდებით მონატრებულ აუდიტორიასთან შეხვედრას. დრეგ ბალის ჯგუფი დაუვიწყარ საღამოსა და ემოციებს გპირდებათ, რომელიც ქალაქში არსებულ ჰელოუინის ფართების სერიას დახურავს. გელოდებით 30 ოქტომბერს, კლუბ MTKVARZE, დრეგ ბალ ჰელოუნის ჯადოსნურ წვეულებაზე”, — აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგიშვილი.
ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.
Don't Miss
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
კიმ ჩი რუპოლის შოუს ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული დრეგ ქუინია, რომელსაც შოუს მიღმა აქვს კულინარიული ვლოგი და საკუთარი კოსმეტიკის ხაზი.
ემის პრემიით დაჯილდოვებული, ცნობილი დრეგ შოუ “RuPaul’s Drag Race” მე-16 სეზონით ბრუნდება 5 იანვრიდან. სეზონში მონაწილე 14 დრეგ ქვინიდან მხოლოდ
ბევრისთვის ცნობილმა და საყვარელმა დრეგ ქუინმა, ადორ დელონოსმა ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და განაცხადა, რომ ტრანზიციის ეტაპზეა.