გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან.
გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან. მიუხედავად ამისა, მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ სისტემა „გააგრძელებს ქცევების მონიტორინგს საზოგადოებრივ დონეზე“, ამიტომ უცნობია, კვლავ შეიქმნება თუ არა ზნეობის პოლიცია სხვა კონტექსტში ან სხვა სახელით.
მონტაზერის შენიშვნა გაჟღერდა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გაქრა ქუჩებიდან ზნეობის პოლიცია, რომელიც სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა.
ამ კვირაში მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტი, სასამართლო და კულტურის უზენაესი ორგანოები განიხილავენ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს და განხილვის შედეგი ორ კვირაში გამოცხადდება.
Don't Miss
“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს მთავრობამ
Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა. მისი თქმით,
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას სრულად
მოძალადე ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, რაც დასაფასებელია. მისი თქმით, “რეალური