არაკომერციული ორგანიზაციისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის, ევროპა დონა საქართველო და კავკასიის ონკოსაზოგადეობა Hope სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმაზე, manifest.ge, პეტიციას ავრცელებენ. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე
არაკომერციული ორგანიზაციისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის, ევროპა დონა საქართველო და კავკასიის ონკოსაზოგადეობა Hope სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმაზე, manifest.ge, პეტიციას ავრცელებენ.
პეტიციაში ვკითხულობთ, რომ მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.
პეტიციის განმცხადებელი ორგანიზაციები და მისი ხელმომწერები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას მიმართავენ, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე და აცხადებენ, რომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის, ონკოლოგიურ პაციენტებს, საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული აქვთ უფლება, ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება.
დღევანდელი, 24 დეკემბრის მდგომარეობით, პეტიციას 3058 ხელმოწერა აქვს. პეტიციას საჭირო რაოდენობის ხელმოწერების მიღწევამდე, 5000-მდე, ხელმომწერთ კიდევ 38.84% აშორებს.
“საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ აღიარებს „მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარ ხელმისაწვდომობას“; საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ზოგადი მიზანი განსაზღვრულია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით!”, – ვკითხულობთ პეტიციის შესავალ ნაწილში.
პეტიციის მიხედვით, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭიროა დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედება, რათა პაციენტებმა პერსონალიზებული, დაავადებაზე მორგებული, სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება შეძლონ, ხოლო დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედებამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტის გაორმაგება მოიაზრება, წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზების მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ არ მოუწიოთ მკურნალობის შეწყვეტა ფინანსების ამოწურვის გამო.
პეტიციაში განხილულია ონკოდაავადებების მართვაში არსებული მდგომარეობა, ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები:
პირველ პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სრულფასოვანი ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისობა სახელდება. პეტიციის შემდგენ ორგანიზაციათა თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ლიმიტი (25 ათასი ლარი) სრულად ფარავს ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის მკურნალობის ხარჯებს, თუმცა არ არის საკმარისი ინოვაციური მედიკამენტით სრულყოფილი მკურნალობის ჩასატარებლად, რის გამოც პაციენტები ლიმიტის ამოწურვის შემდეგ წყვეტენ მკურნალობას ან არჩევენ ნაკლებ ეფექტურ, მაგრამ ფინანსურად დამზოგველ რეჟიმებს, რაც წარმოადგენს არაეფექტური მკურნალობის და ბიუჯეტის ნაკლებ ეფექტური ხარჯვის მიზეზს.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას პერსონალიზებულ მიდგომა და დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების გამოყენება და დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის გაორმაგება სახელდება წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.
მომდევნო პრობლემა, რომელსაც ონკოდაავადებათა მართვაში პაციენტები აწყდებიან ეს კერძო დაზღვევა შეუთავსებლობაა. კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით და არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მინიმალურია. საქართველოს მოქალაქე, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში განწირულია მძიმე ფინანსური ტვირთისთვის.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად შემდეგი საფეხურები სახელდება: საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვის, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომის უთანასწორობას.
ასევე, საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობა, მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.
ორგანიზაციების განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების დანერგვის მეშვეობით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობა, გამოიწვევს საერთო გადარჩენადობის გაზრდას, სიკვდილიანობის შემცირებას, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას და ჯიბიდან გადახდის შემცირებას.
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა