ქალთა შრომითი უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია გააღვიძე აქტივიზმი ქალებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურებას, თერაპიის სრულ კურსს სთავაზობს. პროექტი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა – უხილავი პრობლემა ფარგლებში, ქალთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზაციის
ქალთა შრომითი უფლებების დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია გააღვიძე აქტივიზმი ქალებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურებას, თერაპიის სრულ კურსს სთავაზობს. პროექტი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა – უხილავი პრობლემა ფარგლებში, ქალთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზაციის განცხადებით, ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მწვავე თუ მსუბუქი პრობლემები დღევანდელობაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ეხება და ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს მათ ყოველდღიურობაზე.
“ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მოწყვლადს ხდის მრავალი კუთხით, მათ შორის ძალადობასთან მიმართებითაც, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და ხილულია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სერვისით სარგებლობა შეუძლიათ 30 წლამდე ქალებს (მათ შორის ქვიარ და ტრანს ქალებს), რომელთაც აქვთ ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, სექსუალური ან სხვა ტიპის ძალადობის გამოცდილება და სურთ მიიღონ ფსიქოლოგის კონსულტაცია. ისინი შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ სპეციალისტის დახმარების სრული კურსით – 12 შეხვედრით.
სერვისის მიმღებთათვის კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული, ხოლო კურსის ფარგლებში არსებული თითოეული შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ, ასევე – Online ფორმატში.
სერვისის მისაღების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: +995 557 75 81 52
Don't Miss
ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ექვსი მამა მიმართავს ტრანსგენდერ შვილს. ფილმში მამები სიყარულისა და სიამაყის გრძნობით ყვებიან თავიანთი ტრანსგენდერი შვილების შესახებ
ყველა ადამიანი, მისი უნიკალური გამოცდილებებიდან და ცოდნებიდან გამომდინარე, გარესამყაროს საკუთარი უნიკალური პრიზმიდან უყურებს. პრიზმა ერთგვარი ფილტრია, რომლის გავლითაც ჩვენ
ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკური ფილოსოფიის დანიშნულებად ადამიანისთვის ყოველდღიური ყოფის შემსუბუქებას და ბედნიერებისკენ გზის გაკვალვას მიიჩნევდა. ის აღწერს ოთხ ძირითად წესს
საკუთარ სხეულის მიღება და მასთან ერთად კომფორტულად ცხოვრება ბაზისური საჭიროებაა. გენდერული იდენტობის მიღების გზაზე არაერთი ქვიარი მიმართავს ჰორმონალურ თერაპიას ან