ახალი ზელანდიის პარლამენტმა „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო. კანონდამრღვევებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „ეს ახალი ზელანდიის ლგბტქი თემისთვის შესანიშნავი დღეა. გარდაქმნის თერაპიის ადგილი თანამედროვე ახალ ზელანდიაში არ არის.“ – აღნიშნა
ახალი ზელანდიის პარლამენტმა „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო. კანონდამრღვევებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„ეს ახალი ზელანდიის ლგბტქი თემისთვის შესანიშნავი დღეა. გარდაქმნის თერაპიის ადგილი თანამედროვე ახალ ზელანდიაში არ არის.“ – აღნიშნა კრის ფაფოიმ, ახალი ზელანდიის იუსტიციის მინისტრმა.
ახალი კანონის შესაბამისად, ყველა არასრულწლოვანი ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული „გარდაქმნის თერაპია“ იკრძალება, ასევე, განურჩევლად ასაკისა, აღნიშნული პრაქტიკის გამოყენება 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება იმ შემთხვევებში, როცა ქმედებებს ადამიანის ჯანმრთელობის გართულებები მოჰყვა.
„გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის დაპირება ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა მეორე ვადით არჩევის შემდეგ, შარშან მიიღო.
წყარო: Reuters
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,