ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში „გარდაქმნის თერაპია“ აიკრძალა

ახალი ზელანდიის პარლამენტმა „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო. კანონდამრღვევებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „ეს ახალი ზელანდიის ლგბტქი თემისთვის შესანიშნავი დღეა. გარდაქმნის თერაპიის ადგილი თანამედროვე ახალ ზელანდიაში არ არის.“ – აღნიშნა

ახალ ზელანდიაში „გარდაქმნის თერაპია“ აიკრძალა

ახალი ზელანდიის პარლამენტმა „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო. კანონდამრღვევებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ეს ახალი ზელანდიის ლგბტქი თემისთვის შესანიშნავი დღეა. გარდაქმნის თერაპიის ადგილი თანამედროვე ახალ ზელანდიაში არ არის.“ – აღნიშნა კრის ფაფოიმ, ახალი ზელანდიის იუსტიციის მინისტრმა.

ახალი კანონის შესაბამისად,  ყველა არასრულწლოვანი ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული „გარდაქმნის თერაპია“ იკრძალება, ასევე, განურჩევლად ასაკისა, აღნიშნული პრაქტიკის გამოყენება 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება იმ შემთხვევებში, როცა ქმედებებს ადამიანის ჯანმრთელობის გართულებები მოჰყვა.

„გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვის დაპირება ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა მეორე ვადით არჩევის შემდეგ, შარშან მიიღო.

წყარო: Reuters