უკრაინელი ქვიარ აქტივისტი და ლგბტქი ორგანიზაცია Nash Mir Centre-ის ხელმძღვანელი ანდრეი მაიმულახინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ლგბტქი თემის მდგომარეობაზე გვიყვება. რუსეთის შეჭრიდან მალევე Nash Mir-ის ოფისი დაარბიეს და თანამშრომლებს თავს დაესხნენ. გასაკვირია,
უკრაინელი ქვიარ აქტივისტი და ლგბტქი ორგანიზაცია Nash Mir Centre-ის ხელმძღვანელი ანდრეი მაიმულახინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ლგბტქი თემის მდგომარეობაზე გვიყვება.
რუსეთის შეჭრიდან მალევე Nash Mir-ის ოფისი დაარბიეს და თანამშრომლებს თავს დაესხნენ. გასაკვირია, მაგრამ თავდამსხმელები უკრაინელები იყვნენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე.

„ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ პატარაა. ჯგუფი 5 ადამიანისგან და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 12 აქტივისტისგან შედგება. არავისგან მსმენია, ქვეყნიდან წასვლის სურვილი გამოეთქვა. ეს ჩვენი ქვეყანაა“
უკრაინის ლგბტქი საზოგადოებისთვის მრავალი მიზეზის გამო ომი შოკისმომგვრელი დარტყმა აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში თემის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა. თუკი, რუსეთი მათი ცხოვრების კონტროლს დაიწყებს, ისინი შიშობენ, რომ რთულად მოპოვებული პატარ-პატარა წარმატებები და თავისუფლება კვლავ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ანდრეი ამბობს, რომ 2014 წლიდან უკრაინაში ლგბტქი უფლებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, დადებითისკენ შეიცვალა და რომ ისინი ნამდვილად განსხვავდებიან რუსეთისგან.
„5 წლის წინ, სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების 80% არ უჭერდა მხარს ლგბტქი ადამიანებს, ისინი პრაიდის ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ. შარშან ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უარყოფითმა პასუხებმა 56% აჩვენა, რაც მიმღებლობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. გვჯერა, მიმდინარეობს ნელი, მაგრამ მუდმივი პროგრესი. წარმოუდგენელია, რომ შეიძლება, ე.წ. „რუსულ სამყაროსთან“ შეგუება მოგვიწიოს, მის კანონებთან და მორალთან, რომელიც ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ლგბტქი აქტივისტები საკონცენტრაციო ბანაკებში, ან რუსეთისთვის არასასურველი ადამიანების სიაში აღმოჩნდნენ“
ანდრეი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ის დასავლეთ უკრაინაში შეეცდება გადასვლას, რათა თავის ოჯახთან და შეყვარებულთან ახლოს ყოფნა შეძლოს. ის სხვა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს, უკრაინას დაუჭირონ მხარი და ამბობს, რომ „რუსეთის გზაზე“ სიარულს სიკვდილი ურჩევნია.
Don't Miss
ელენა 22 წლის ტრანსგენდერი ქალია. მისი დახმარებით, ქვიარი შეეცადა გაეგო თუ როგორ შეიცვალა ტრანსგენდერი ქალების ყოველდღიურობა ბოლო წლების განმავლობაში. ასევე,
ლგბტქი საზოგადოება დიდი ხანია იბრძვის თანაბარი უფლებებისა და მიმღებლობისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. იმის მიღებისთვის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფორმირება,
“თანასწორობა 17” ქვიარ და ფემინისტურ საკითხებზე 2016 წლიდან მომუშავე ორგანიზაციაა. ადამიანის უფლებების ადვოკაციის პროცესში “თანასწორობა 17”-ის გუნდი ხელოვნების ისეთ დარგს
11 მაისს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე დრეგ ქვინების გარბენი ჩატარდა. ქვიარი ესაუბრა ღონისძიების ორგანიზატორს, საინიციატივო ჯგუფ “ფიონას” წევრს, რომელიც მოგვიყვა ღონისძიების