ღიად ბისექსუალი ჩქაროსნული მოციგურავე, აირინ ვუსტი, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 1500-მეტრ დისტანციაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ის პირველი ღიად ლგბტქი სპორტსმენია, რომელმაც
ღიად ბისექსუალი ჩქაროსნული მოციგურავე, აირინ ვუსტი, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 1500-მეტრ დისტანციაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ის პირველი ღიად ლგბტქი სპორტსმენია, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.
ვუსტისთვის ეს ბოლო ოლიმპიადა იქნება, რადგან ის კარიერის დასრულებას გეგმავს. კარიერის მიწურულს კი კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 1,53 წუთში დაფარული მანძილით ჩქაროსნული ციგურაობის რეკორდული დრო დააფიქსირა. სპორტსმენს სხვა რეკორდებიც მრავლად აქვს – ქალთა ჩქაროსნულ ციგურაობაში მასზე მეტი ოლიმპიური მედალი არავის მოუპოვებია. ასევე, შანსი აქვს, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე კარიერის განმავლობაში მოპოვებული ოლიმპიური მედლების ოდენობით სპორტსმენებს შორის მეორე ადგილი დაიკავოს.
აირინ ვუსტმა პირველი ოლიმპიური ოქრო 2006 წელს მოიპოვა, ამჟამად კი ნიდერლანდების ყველაზე წარმატებული ოლიმპიური სპორტსმენია.
ვუსტის თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ შეყვარებულზე დაქორწინებას აპირებს: „ყოველთვის ვამბობ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, მაგრამ 35 წლის ვარ და მინდა, შვილები მყავდეს. უნდა მიხვდე და ერთ დღეს კარიერა დაასრულო“.
წყარო: Out
Don't Miss
2034 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება, რაც იმედგაცრუებისა და შეშფოთების საბაბი გახდა ქვიარ გულშემატკივრებისთვის. საუდის არაბეთში ჰომოსექსუალობა კანონსაწინააღმდეგოა
ჰონგ-კონგი ქვიარ სპორტულ თამაშებს მასპინძლობს. 9 დღიან ღონისძიებაზე 2400 მონაწილე სპორტსმენს ელოდებიან 40 ქვეყნიდან. სოკერის მოთამაშე, ქვიარ სპორტსმენი, აქტივისტი და
NHL-ის მოთამაშეებს მისცეს უფლება გამოიყენონ პრაიდის ლენტები თამაშის დროს. ჰოკეის ეროვნული ლიგა (National Hockey League), მოთამაშეთა კავშირი და ინკლუზიის კომიტეტი
Outsport – პირველი ევროპული ინიციატივაა, რომელიც მიმართულია სპორტში ჰომოფობიური და ტრანსფობიური შემთხვევების გამოვლენასა და აღკვეთაზე. ინიციატივა საკმაოდ ამბიციურია და მიზნად