ავსტრალიელი მომღერალი, ტროი სივანი Paramount+-ის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. Three Months (სამი თვე) 23 თებერვალს გამოვა და ფლორიდაში მცხოვრები ახალგაზრდა გეი ბიჭის შესახებ იქნება, რომელიც გაიგებს, რომ აივ-დადებით ადამიანთან სარისკო სქესობრივი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აივ-დადებითი ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთული მოცემულობა დადგა, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ უკრაინას აივის სამკურნალო პრეპარატებით მოამარაგებს.
5 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო 12 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწვდის უკრაინას აივის სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც სიცოცხლის გადასარჩენად აივ-დადებითი ადამიანები ყოველდღიურად იღებენ.
About 260 000 people are living with HIV in #Ukraine. Prior to the war, over half were on life-saving antiretroviral treatment, including more than 2700 children.
Without the access to medicines they now have, these people would have been at grave risk.https://t.co/3Yk5sZqagB pic.twitter.com/q1TzQb0BXK
— WHO Ukraine (@WHOUkraine) April 6, 2022
“შესაძლოა, ამ ომმა შეაფერხოს ბოლო წლებში რთულად მიღწეული პროგრესი ჯანმრთელობის რიგ საკითხებში, მათ შორის, აივ ინფექციასთან ბრძოლაში. ჩვენ არ შეგვეძლო ამის დაშვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აივ/შიდსთან ბრძოლაში”, – განაცხადა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა.
ცნობილია, რომ უკრაინაში დაახლოებით 260 000 ადამიანი ცხოვრობს აივ-დადებითი სტატუსით, მათგან ნახევარი ომამდე იტარებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. ამ მონაცემებით, უკრაინა მეორე ადგილზეა ევროპაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით.
ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში პრეპარატის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. გაეროს აივ/შიდსის სააგენტომ მარტში გააკეთა განცხადება, რომ უკრაინას ერთ თვეზე ნაკლები მარაგი ჰქონდა დარჩენილი.
წამლები, რომლებსაც აივ-დადებითი ადამიანები ყოველდღიურად იღებენ, აუცილებელია ვირუსის სამართავად და სხვა ადამიანებზე გადადების პრევენციისთვის. მკურნალობის შეფერხებამ შეიძლება დამაზიანებელი შედეგები გამოიწვიოს.
ჯანმომ დაადასტურა, რომ წამლების პირველმა პარტიამ უკვე გადალახა პოლონეთის საზღვარი და ეტაპობრივად გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებებში მთელი უკრაინის მასშტაბით.
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,
ავსტრალიელი მომღერალი, ტროი სივანი Paramount+-ის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. Three Months (სამი თვე) 23 თებერვალს გამოვა და ფლორიდაში მცხოვრები ახალგაზრდა გეი ბიჭის შესახებ იქნება, რომელიც გაიგებს, რომ აივ-დადებით ადამიანთან სარისკო სქესობრივი კავშირი ჰქონდა.
ტესტის გაკეთებამდე 3-თვიან პერიოდზე გადაღებული ფილმი სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავი იქნება.

სივანმა ფილმისთვის 2 ახალი სიმღერაც დაწერა. ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ჯერედ ფრიდერია. სამსახიობო გუნდი კი ვივეკ კალრას, ბრაიენ ტიუს, ელენ ბერსტინის და სხვა მსახიობებისგან შედგება.
26 წლის მომღერლისთვის, რომელმაც 2013 წელს ღიად თქვა, რომ გეია ეს პირველი როლი არ იქნება. სივანი 2018 წელს გამოსულ ფილმში – Boy Erased – მონაწილეობს და საუკეთესო საუნდტრეკისთვის ოქროს გლობუსის ნომინაციაც აქვს მოპოვებული.
Don't Miss
1 ივლისს Netflix-ზე Stranger Things-ის (უცნაური ამბების) მეოთხე სეზონის ფინალური სერიები დაემატება და ფანების მოლოდინიც დასრულდება. გახმაურებული ამერიკული სერიალის და
ონლაინ სტრიმინგ სერვისი Netflix მერლინ მონროს ცხოვრებაზე მხატვრულ ფილმს გადაიღებს. ფილმი, რომელიც მცირე ეკრანებზე 23 სექტემბერს გამოვა გვიამბობს მერლინ მონროს
თვალი გადაავლეთ ქვიარ სერიალებს, რომლებიც ივნისის თვეში გამოვა ან ახალი სეზონებით დაბრუნდება ეკრანებზე: ქვიარ წიგნი The Book of Queer
სულ ახალახან ინტერნეტში ჰარი სტაილსის ახალი ქვიარ ფილმის, My Policeman-ის პირველი ფოტოები და პრემიერის თარიღი გავრცელდა. ფილმში, რომელზეც Amazon Prime