/

LGBTQI+ ტერმინების განმარტება ახალი ტენდენციების გათვალისწინებით

არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებას განიცდის და მეტად ზუსტი – ქვიარ თემის წევრების პერსპექტივისა და ხედვის ამსახველი ხდება.

აგენდერი  —  ადამიანი, რომელიც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს რომელიმე გენდერთან.  

„აუთინგი“ (Outing ინგლ.) ვინმეს სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მისი თანხმობის გარეშე. აუთინგმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს, იქნება ეს პერსონალური (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), ინტერპერსონალური (მაგ. კონფლიქტი ოჯახის წევრებთან) თუ ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით (მაგ. სამსახურის დაკარგვა). 

ასექსუალიადამიანი, რომელსაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაწილობრივ ან საერთოდ არ აქვს. 

არა-ბინარული ადამიანი, რომელიც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს როგორც კაცს ან ქალს. ხანდახან არაბინარული ადამიანები აიდენტიფიცირებენ საკუთარ გენდერს სადღაც შუაში ორ გენდერს შორის ან საერთოდ ბინარული კატეგორიების მიღმა. არა-ბინარული შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც ქოლგა ტერმინი, რომელიც მოიცავს ისეთ იდენტობებს, როგორიცაა აგენდერი, ბიგენდერი, გენდერქვიარი და გენდერფლუიდი.

ბისექსუალი  — ადამიანი, რომელსაც ემოციური, რომანტიკული ან/და სექსუალური მიზიდულობა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების და ერთ გენდერზე მეტი ადამიანების მიმართ. მიზიდულობა შეიძლება იყოს თანაბარი ან არ იყოს თანაბარი. ხანდახან ამ ტერმინს ანაცვლებენ პანსექსუალით. 

ბიფობია შიში, ზიზღი, არაკეთილგანწყობა, უარყოფითი წინასწარგანწყობა ან დისკომფორტი ბისექსუალი ადამიანების მიმართ. 

გეი ადამიანი, რომელსაც ემოციურად, რომანტიკულად ან/და სექსუალურად იზიდავენ იმავე სქესის ადამიანები. კაცები, ქალები და არა-ბინარული ადამიანები შეიძლება აღწერდნენ საკუთარ თავს ამ ტერმინით. 

გენდერიადამიანის სქესის მიხედვით სოციალური როლების, გამოხატვის, წარმოდგენების, ქცევების მიმართ საზოგადოების მხრიდან არსებულ მოლოდინთა ერთობლიობა. გენდერის განსაზღვრა ხდება თავად ადამიანისა და საზოგადოების მიერ. 

გენდერული იდენტობა  — ადამიანის შინაგანი აღქმა, როგორც ქალის ან კაცის, ორივეს ერთად და არც ერთის – თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები და რას უწოდებენ საკუთარ თავს. გენდერული იდენტობა შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს დაბადებისას მინიჭებულ სქესს. 

გენდერული ექსპრესიაგენდერული იდენტობის გარეგნული გამოხატვა, როგორც წესი ქცევის, ჩაცმულობის, ხმის, სახელის, სხეულის მახასიათებლების და სხვა მახასიათებლების საშუალებით. 

დაბადებისას მინიჭებული სქესიადამიანის დაბადებისას მისი სქესის შესახებ სამედიცინო შეფასება, როგორც ქალის, კაცის ან ინტერსქესის. 

დრეგი (Drag ინგლ.)  — ხელოვნების ფორმა, რომელიც მოიცავს მასკულინურობის ან ფემინურობის ექსპრესიის განზრახ გაზვიადებას, ჩაცმულობის, მაკიაჟის, ვარცხნილობის, სხეულის ენის, ცეკვის, სიმღერის და სხვა საშუალებებით. დრეგი გამოიყენება როგორც გენდერული თვითგამოხატვისთვის, ლგბტქ+ სიამაყის აღსანიშნავად და უფლებების ადვოკატირებისთვის, ასევე გართობის მიზნით.  

ინტერნალიზებული ჰომოფობია/ბიფობია/ტრანსფობია დისკომფორტი, შიში, არაკეთილგანწყობა, ზიზღი, რომელსაც განიცდის ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი ადამიანი ლგბტქ+ ადამიანების მიმართ, საზოგადოებაში ამ ჯგუფის მიმართ არსებული ნეგატიური წინასწარგანწყობების ინტერნალიზების შედეგად, რა დროსაც ინდივიდი მიიჩნევს ასეთ წინასწარგანწყობებს როგორც საკუთარსა და ნორმალურს. ასეთ დროს ლგბტქი+ თემის წევრი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, შეიძლება მიმართავდეს ლგბტქი+ ჯგუფისადმი ზიზღს საკუთარი თავის მიმართაც, რასაც შეიძლება მოყვეს მისი ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგები. ამავდროულად ის შეიძლება გრძნობდეს საჭიროებას მოერგოს ჰეტერონორმატიულ წესრიგს და შეასრულოს საზოგადოებაში არსებული მოლოდინები. 

ინტერსქესი ქოლგა ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ადამიანებს, რომელთა სექსუალური და რეპროდუქციული ანატომია განსხვავდება იმ მახასიათებლებისგან, რომელთა მიხედვითაც ხდება ინდივიდის „ქალად“ თუ „კაცად“ განსაზღვრა. განსხვავება შეიძლება იყოს ქრომოსომების, ჰორმონების, ასევე რეპროდუქციული ორგანოების ანატომიის დონეზე. ინტერსქესი ადამიანები გაცილებით ხშირად გვხვდებიან, ვიდრე ეს მიიჩნევა მედიცინაში, რომელიც ძირითადად მხოლოდ ანატომიურ განსხვავებებს აფიქსირებს. დაბადებისას ინტერსქეს ადამიანს, ხშირად ყოველგვარი საჭიროების გარეშე, უკეთებენ ოპერაციას, რათა მოაქციონ „ქალის“ ან „კაცის“ კატეგორიაში. თავად ინტერსქესი ადამიანი საკუთარ თავს შეიძლება აიდენტიფიცირებდეს დაბადებით მინიჭებული სქესის მიხედვით ან საპირისპირო სქესის მიხედვით ან იდენტიფიცირდებოდეს, როგორც ინტერსქესი.

ლგბტქი+აკრონიმი, რომელიც მოიცავს შემდეგ ტერმინებს: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსქესი. ნიშანი „+“ ასახავს ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ქვიარ თემს, თუმცა მითითებული აკრონიმი არ ასახავს მათ იდენტობას. 

ლესბოსელიქალი, რომელსაც ემოციურად, რომანტიკულად ან/და სექსუალურად იზიდავს ქალები.

მხარდამჭერი ან მოკავშირე  (Ally ინგლ.)ადამიანი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ლგბტქი+ ადამიანებს. ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება როგორც ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი მოკავშირე -ები, ასევე ლგბტქი+ თემის წევრები, ვინც ერთმანეთს აქტიურად უჭერენ მხარს (მაგალითად ლესბოსელი, რომელიც ბისექსუალთა თემის აქტიური მხარდამჭერია).

სექსიზმი სქესის და გენდერული იდენტობის საფუძვლით წინასწარგანწყობები ან დისკრიმინაცია, ხშირად ვლინდება ქალების და გოგონების მიმართ. სექსიზმი ეფუძნება მსოფლმხედველობას, რომლის მიხედვით ერთი სქესი მეტად ღირებულია ვიდრე სხვა, ასევე იმას თუ რისი კეთების უფლება აქვთ ან არ აქვთ ბიჭებს და გოგონებს. 

სექსუალური ორიენტაცია ემოციური, სექსუალური ან/და რომანტიკული მიზიდულობის მყარი მოდელი. სექსუალური ორიენტაცია მოიცავს სამ კომპონენტს: ლტოლვა, ქცევა და თვითიდენტიფიკაცია. ყველაზე ხშირად სექსუალურ ორიენტაციას აღწერენ შემდეგნაირად: ჰეტეროსექსუალობა – მიზიდულობა საპირისპირო სქესის მიმართ; ჰომოსექსუალობა – მიზიდულობა იმავე სქესის მიმართ; ბისექსუალობა – მიზიდულობა სხვადასხვა სქესის თუ გენდერის მიმართ, ასექსუალობა – მიზიდულობის ან არ არსებობა ან ნაკლებად გამოხატული მიზიდულობა, არომანტიკულობა – რომანტიკული მიზიდულობის არ არსებობა. 

სისგენდერი ტერმინი გამოიყენება იმ პირთა მიმართ, ვისი გენდერული იდენტობაც შესაბამისობაშია დაბადებისას მინიჭებულ სქესთან.  

ტრანსგენდერიადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა განსხვავდება დაბადებისას მინიჭებული სქესისგან. 

ტრანსფობია ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ნეგატიური წინასწარგანწყობები და დამოკიდებულება, შიში, დისკომფორტი და ზიზღი.

ტრანზიცია გენდერის საკუთარი, შინაგანი, განცდის მიხედვით გენდერული ექსპრესიის (მაგ. ჩაცმულობის, ვარცხნილობის, ხმის ტემბრის, სხეულის ენის), პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში სახელის ან/და გენდერის შესახებ ჩანაწერის ცვლილება,  ზოგიერთ შემთხვევაში ასევე სასქესო ნიშნების ცვლილება ჰორმონალური თერაპიის, ქირურგიული ჩარევის საშუალებით. 

ქამინგ აუთი (Coming Out ინგლ.)პროცესია, რომელსაც გადიან ლგბტქი+ ადამიანები, საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიღების და სხვა ადამიანებთან გაზიარების გზაზე. თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი ძალიან ინდივიდუალურია ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის. 

ქვიარი ქოლგა ტერმინი, რომელიც გამოიყენება ლგბტქი+ ადამიანების აღსანიშნავად, ჯგუფის ყველაზე ფართო სპექტრის მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

ჰეტერონორმატიულობაისეთი წარმოდგენების, დამოკიდებულებების, რწმენების და ქცევების ნორმალიზება, რომელთა მიხედვით ყველა ადამიანი უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი,  არსებობს მხოლოდ ორი საპირისპირო გენდერი (ქალის და კაცის), ხოლო სექსუალური ურთიერთობები, ასევე ქორწინება მხოლოდ საპირისპირო გენდერის მქონე ადამიანებს შორისაა მისაღები.  

ჰეტეროსექსუალი ადამიანი, რომელსაც ემოციური, რომანტიკული ან/და სექსუალური  მიზიდულობა აქვს საპირისპირო სქესის ან გენდერი ადამიანების მიმართ. 

ჰომოსექსუალი ადამიანი, რომელსაც ემოციური, რომანტიკული ან/და სექსუალური მიზიდულობა აქვს თავისი სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. 

ჰომოფობია ნეგატიური წინასწარგანწყობები და დამოკიდებულება, შიში, დისკომფორტი, ზიზღი ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ადამიანების მიმართ. 

 

წინა

2026 წლის Gay Games ვალენსიაში ჩატარდება

შემდეგი

რატომ გვაქვს საახალწლო შფოთვა და როგორ შევამციროთ ის

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,