ანტიკორუფციული მოძრაობა კონსერვატიული მოძრაობის მისამართით შესაძლო უკანონო შემოწირულების ფაქტზე მოკვლევის დაწყებას ითხოვს

ანტიკორუფციულმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პრორუსული, ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფების — კონსერვატიული მოძრაობის მისამართით შესაძლო უკანონო შემოწირულებებთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის 11 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით, კონსერვატიულმა მოძრაობამ 107 954 ლარის შემოწირულობა მიიღო. „პრორუსულ და რაშისტულ პარტიას სულ 63 პირმა შესწირა თანხა, აქედან ახალი შემომწირველი 17 პირია, ხოლო 47 პირი სისტემატურად სწირავს თანხას“.

ანტიკორუფციული მოძრაობის მოკვლევით, დაჯგუფების შემომწირველებიდან სამეწარმეო საქმიანობა 10 პირს უფიქსირდება, 53-ს კი – არა, „რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შემომწირველები კუთვნილ შემოსავალს არ სწირავენ და საქმე გვაქვს უკანონო შემოწირულებასთან“.

ანტიკორუფციული მოძრაობა მოითხოვს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყოს და გამოკითხვაზე ყველა სავარაუდო კანონდამრღვევი დაიბარონ. 

წინა

ერთ დღეს ეს ბავშვი გაიზრდება — დევიდ ვოინაროვიჩის წერილი, რომელიც ჰომოფობიის მძიმე შედეგებზე ჰყვება

შემდეგი

მივიღებთ ყველა იმ ზომას, რაც კანონითაა განსაზღვრული — შს მინისტრის მოადგილე პრაიდ კვირეულის შესახებ

ბოლო სიახლეები

ჰარი ნეფმა ახალ ფილმში – „BARBIE” მის პერსონაჟს თავად მოუფიქრა გეი ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ახალ ინტერვიუში, რომელიც ბლოკბასტერული ფილმს Barbie-ის პოპულარიზაციას უწევს, ჰარი ნეფმა მის პერსონაჟზე ისაუბრა. ჰარი ნეფი

სამოქალაქო ორგანიზაციები ბრატისლავის ფორუმზე ღარიბაშვილის განცხადებას გმობენ

FacebookTweetLinkedInEmail სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას

GDI: შსს უხეშად არღვევს ლაზარე გრიგორიადისის მამის შეკრებისა და გამოხატვის უფლებას

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის,