ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს მიმართეს, უზრუნველყოს ღირსების მარშის დაცვა და მშვიდობიანად ჩატარება

/

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, ოფიციალური წერილით გამოეგზავნა, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. წერილში მინისტრს მიმართავენ, რომ სათანადოდ დაიცვას პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიება. წერილში ნათქვამია, რომ ღირსების მარში ლგბტქ+ ადამიანების მშვიდობიანი დემონსტრაციაა მათი უფლებებისთვის და შსს-მ მისი მშვიდობიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ”გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ჰომოფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტქ+ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ლგბტქი+ ადამიანების საკმარისი და ეფექტური დაცვა.” – ნათქვამია წერილში. ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები თვალს მიადევნებენ, რომ პროცესები სწორად და მოთხოვნისამებრ შესრულდეს.

More

ბერლინი – პრაიდის დედაქალაქი ევროპაში

ბერლინის გეი პრაიდს ”ლგბტქი შემოქმედების დედაქალაქს” უწოდებენ. აქ გამართულ   წვეულებებსა და ღონისძიებებს დაახლოებით 500,000 ადამიანი ესწრება. ქალაქის ქუჩები სიცოცხლით ივსება, სწორედ ეს აღტაცება აქცევს ბერლინს პრაიდის დედაქალაქად! ჩვეულებრივ, აღლუმი Kurfürstendamm-ის გამზირიდან იწყება და ბრანდენბურგის კარიბჭემდე გრძელდება, სადაც მხიარული კონცერტით სრულდება, რომელიც ღამე იმართება. ბერლინში ყოფნის დროს, თქვენ ყველაფრით შეგიძლიათ დატკბეთ – ფილმების ჩვენებებიდან დაწყებული, პრაიდის ნავების წვეულებით დამთავრებული. ბერლინის მთავარი პრაიდის პარალელურად, ასევე იმართება უფრო პატარა პრაიდის აღლუმი, სახელწოდებით – Kreuzberg Pride, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ამბობენ, რომ ამ მცირე პრაიდის წარმომადგენლები ცოტათი პოლიტიზირებულები არიან  და ღონისძიებასაც უფრო განსხვავებული ხასიათი აქვს. ბერლინის პირველი პრაიდი 1979 წელს ჩატარდა და მას დაახლოებით 450 ადამიანი დაესწრო.

More

2021 წლის ლონდონი პრაიდის მთვარი აღლუმი 11 სექტემბერს ჩატარდება

2021 წლის ლონდონი პრაიდის მთავარი აღლუმი 11 სექტემბერს ჩატარდება ლონდონის პრაიდის კვირეული გაერთიანებული სამეფოს ლგბტქი კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. 2021 წლის ღონისძიებები განსაკუთრებული და შთამბეჭდავი იქნება. დაგეგმილია სახალისო აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, შოუ

More

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

/

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით,

More

UEFA-მ შეწყვიტა პრაიდის თვეში EURO 2020-ზე მანუელ ნოიერის მიერ ცისარტყელიანი სამკლაურის ტარების საკითხის განხილვა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ UEFA-მ შეწყვიტა მოკვლევა გერმანიის ნაკრების კაპიტნის, მანულ ნოიერის მიერ, EURO 2020-ის მატჩებზე ცისარტყელიანი სამკალურის ტარების ფაქტზე. ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ივნისში, პრაიდის თვეში, ნოიერს ცისარტყელას სამკლაური პირველად ლატვიის წინააღმდეგ მატჩში ეკეთა, ასე გააგრძელა თამაში EURO 2020-ის

More

ლისაბონი პრაიდი 2021- ბრძოლა და ზეიმი

ლისაბონის პრაიდის ფესტივალი ორი განსხვავებული შინაარსის მატარებელია – ეს არის ღირსების აღლუმი ”Marcha do Orgulho”, რომელიც პრაიდის პირველ კვირას იმართება, მეორე მხრივ კი, ეს არის ბრძოლა გაზრდილი დისკრიმინაციული შემთხვევებისა და იმ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც

More

ოსლო პრაიდი დღეს იწყება

ოსლოს პრაიდ ფესტივალი წელს 23 ივნისიდან დაიწყება. მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე – ქალაქში. 2020 წლის მოვლენების შემდეგ ( COVID-19-ის გამო, 2020 წლის ოსლოს პრაიდი ციფრულ ფორმატში გაიმართა), წელს აღლუმი

More

მეუფე სტეფანე – “ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა”

/

ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე სტეფანეს თქმით, თბილისი პრაიდის “სოლიდარობის მარშის” ჩატარება არ არის ადამიანების უფლება და ის ამ დღეს “სულიწმინდის მადლით აავსებს რუსთველს”, თუმცა, შეიძლება, თვითონ აქციაზე არც მივიდეს: “მე არ ვაპირებ

More

საკრამენტოს პრაიდი 2021

2021 წლის საკრამენტოს პრაიდის კვირეული 21 ივნისს გაიხსნება. ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში ლგბტქი საზეიმო მსვლელობა გაიმართება. ღონისძიებების მთავარი მიზანი ლგბტქი ადამიანების მიმართ მიმღებლობის გაზრდა და ქვიარ თემის მრავალფეროვნების აღიარებაა. ძირითადი სანახაობები, მათ

More

ჰომოფობიური ტექსტების სკანდირების გამო, ფეხბურთის მექსიკელი გულშემატკივრები მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩებს ვერ დაესწრებიან

FIFA-ს დისციპლინური კომიტეტის განცხადებით, მექსიკის ეროვნულ გუნდს მსოფლიო თასის შესარჩევი ორი მატჩის ჩატარება – 2 სექტემბერს იამაიკასთან და 7 ოქტომბერს კანადასთან, ცარიელ სტადიონზე, გულშემატკივრების გარეშე მოუწევს. მარტში, მექსიკის ნაკრების გულშემატკივრები ჰომოფობიურ ტექსტებს სკანდირებდნენ

More