ქვიარ სიახლეები - Page 89

ჩვენ უნდა შევიცვალოთ!

/

მაია ცირამუა: ჩვენ უნდა შევიცვალოთ. უფრო ადამიანურები უნდა გავხდეთ. ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფეისბუქზე “თბილისი პრაიდის” კვირეულის დაწყებას ეხმიანება და იმ პრობლემის და გამოწვევების შესახებ წერს, რომლის წინაშეც ლგბტქ+ ადამიანები ყოველდღიურად დგანან. “პრაიდის

More

ამერიკელი კონგრესმენი Tbilisi Pride-ის კვირეულს ეხმიანება

/

ილჰამ ომარი: ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის. ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, ილჰან ომარი, ტვიტერზე თბილისში დაგეგმილ Tbilisi Pride-ის კვირეულს ეხმიანება და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად, ტვიტერზე

More

პრაიდის კვირეული ფილმის ჩვენებით გაიხსნა

პრაიდის კვირეული დოკუმენტური ფილმის – ”ღირსების მარშის” პრემიერით გაიხსნა. ღონისძიება დახურულია და მას 300-მდე თემის წევრი და მათი მხარდამჭერები ესწრებიან. მანამდე მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობა იყო. ულტრამემარჯვენე ჰომოფობიურ-ძალადობრივი ჯგუფები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქვებითა

More

თამაზ სოზაშვილი – არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოგვიერთდეს

/

თამაზ სოზაშვილი: არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად დადგეს თამაზ სოზაშვილმა, რომელიც თბილისი პრაიდს წარმოადგენს, ტელეკომპანია ”ფორმულას” ეთერში შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ამ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, ერთადერთი, რაც მიზანშეწონილი არ არის, არის ბატონი კალაძის, კობახიძის და მმართველი გუნდის წევრების დამოკიდებულებები, რომლითაც ისინი კოჭს უგორებენ რუსეთის ორბიტაზე მბრუნავ ლევან ვასაძესა და სხვა ძალადობრივ ჯუფებს. მათ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მიიღონ ყველა ის ზომა, რაც საჭიროა ”ღირსების მარშისა” და პრაიდის სხვა ღონისძიებების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებთან ერთადაც პრაიდის კვირეულს ვაორგანიზებთ, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. გავცვალეთ ინფორმაცია, გავაცანით დეტალურად, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ თქვეს, რომ უმეტეს ნაწილს საფრთხე არ ემუქრება და აბსოლუტურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, თუმცა ”ღირსების მარში” მათთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ეს არის მსვლელობა ღია სივრცეში. ევროპარლამენტარებმაც მოუწოდეს მათ, რომ არ შეიძლება ძალადობის საფრთხის გამო, მშვიდობინი მოქალაქეების ჯგუფს შეეზღუდოს საკუთარი უფლებით სარგებლობა. შესაბამისად, მათ ავიწყდებათ, რომ ეს არ არის მათი ნება, ეს არის მათი ვალდებულება – დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩვენს შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროთან რეგულარული სახე მიეღო და უფრო მეტიც, გამხდარიყო ღია მედიისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პოზიტიური ვალდებულებაც, რომ გაზარდოს ცნობიერება, თუ რას მოიცავს ”ღირსების მარში” – დეზინფორმაციითაა სავსე როგორც სოციალური ქსელი, ასევე ტელევიზიები. ეს ”ღირსების მარში” არ იქნება ის, რაც აქამდე ქართულ საზოგადოებას არ უნახავს. ლგბტ ადამიანები დგანან სოციალური პროტესტების ყველა იმ მნიშვნელოვან ნაწილში, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. გავიხსენებ ძალიან ბევრს – ქალთა მოძრაობა, ”სირცხვილის” მიერ ორგანიზებულ აქციები, ნამახვანჰესის აქციები და ა.შ. აქაც ძირითადად იგივე ადამიანები იქნებიან, უბრალოდ, განსხვავება არის ის, რომ მთავარი ორგანიზატორი არის თბილისი პრაიდი და თემა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით, არის ლგბტ საკითხები. არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად დადგეს.”

More

ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს მიმართეს, უზრუნველყოს ღირსების მარშის დაცვა და მშვიდობიანად ჩატარება

/

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, ოფიციალური წერილით გამოეგზავნა, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. წერილში მინისტრს მიმართავენ, რომ სათანადოდ დაიცვას პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიება. წერილში ნათქვამია, რომ ღირსების მარში ლგბტქ+ ადამიანების მშვიდობიანი დემონსტრაციაა მათი უფლებებისთვის და შსს-მ მისი მშვიდობიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ”გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ჰომოფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტქ+ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ლგბტქი+ ადამიანების საკმარისი და ეფექტური დაცვა.” – ნათქვამია წერილში. ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები თვალს მიადევნებენ, რომ პროცესები სწორად და მოთხოვნისამებრ შესრულდეს.

More

ბერლინი – პრაიდის დედაქალაქი ევროპაში

ბერლინის გეი პრაიდს ”ლგბტქი შემოქმედების დედაქალაქს” უწოდებენ. აქ გამართულ   წვეულებებსა და ღონისძიებებს დაახლოებით 500,000 ადამიანი ესწრება. ქალაქის ქუჩები სიცოცხლით ივსება, სწორედ ეს აღტაცება აქცევს ბერლინს პრაიდის დედაქალაქად! ჩვეულებრივ, აღლუმი Kurfürstendamm-ის გამზირიდან იწყება და ბრანდენბურგის კარიბჭემდე გრძელდება, სადაც მხიარული კონცერტით სრულდება, რომელიც ღამე იმართება. ბერლინში ყოფნის დროს, თქვენ ყველაფრით შეგიძლიათ დატკბეთ – ფილმების ჩვენებებიდან დაწყებული, პრაიდის ნავების წვეულებით დამთავრებული. ბერლინის მთავარი პრაიდის პარალელურად, ასევე იმართება უფრო პატარა პრაიდის აღლუმი, სახელწოდებით – Kreuzberg Pride, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ამბობენ, რომ ამ მცირე პრაიდის წარმომადგენლები ცოტათი პოლიტიზირებულები არიან  და ღონისძიებასაც უფრო განსხვავებული ხასიათი აქვს. ბერლინის პირველი პრაიდი 1979 წელს ჩატარდა და მას დაახლოებით 450 ადამიანი დაესწრო.

More

2021 წლის ლონდონი პრაიდის მთვარი აღლუმი 11 სექტემბერს ჩატარდება

2021 წლის ლონდონი პრაიდის მთავარი აღლუმი 11 სექტემბერს ჩატარდება ლონდონის პრაიდის კვირეული გაერთიანებული სამეფოს ლგბტქი კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. 2021 წლის ღონისძიებები განსაკუთრებული და შთამბეჭდავი იქნება. დაგეგმილია სახალისო აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, შოუ

More

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

/

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით,

More

UEFA-მ შეწყვიტა პრაიდის თვეში EURO 2020-ზე მანუელ ნოიერის მიერ ცისარტყელიანი სამკლაურის ტარების საკითხის განხილვა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ UEFA-მ შეწყვიტა მოკვლევა გერმანიის ნაკრების კაპიტნის, მანულ ნოიერის მიერ, EURO 2020-ის მატჩებზე ცისარტყელიანი სამკალურის ტარების ფაქტზე. ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ივნისში, პრაიდის თვეში, ნოიერს ცისარტყელას სამკლაური პირველად ლატვიის წინააღმდეგ მატჩში ეკეთა, ასე გააგრძელა თამაში EURO 2020-ის

More

ლისაბონი პრაიდი 2021- ბრძოლა და ზეიმი

ლისაბონის პრაიდის ფესტივალი ორი განსხვავებული შინაარსის მატარებელია – ეს არის ღირსების აღლუმი ”Marcha do Orgulho”, რომელიც პრაიდის პირველ კვირას იმართება, მეორე მხრივ კი, ეს არის ბრძოლა გაზრდილი დისკრიმინაციული შემთხვევებისა და იმ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც

More