ფილმები/სერიალები

/

ქვიარ სიყვარული, საკლუბო სცენა და ევთანაზია – 10 ახალი ფილმი ლგბტ+ თემატიკაზე

2020 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დამოუკიდებელი კინოსთვის, კოვიდ პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, მივიღეთ უამრავი დახურული კინოთეატრი, შეჩერებული წარმოება და ონლაინ სტრიმინგ სერვისების აღზევება. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში

/

ნობელის პრემიის მფლობელი ქალი მწერლები ლიტერატურის დარგში

ნობელის პრემია 1985 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინრისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძით დაარსდა და 1901 წლიდან გაიცემა ქიმიაში, ფიზიკაში, მედიცინაში, ლიტერატურაში, მშვიდობისა და ეკონომიკის დარგში. 2017 წლის მონაცემებით, ნობელის პრემიის 116-წლიან ისტორიაში, ნობელის პრემია გადაეცა 923 ადამიანს და ორგანიზაციას. მათ

7 ფილმი ტრანსგენდერ ადამიანებზე

/

20 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები პატივს მიაგებენ იმ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც ტრანსფობიას/ჰომოფობიას ემსხვერპლნენ. გთავაზობთ 7 ფილმს, რომელიც

10 რეჟისორი ქალი და მათი ფილმები ძლიერი ფემინისტური მესიჯებით

/

უკანასკნელ ათწლეულში კინოსამყარომ გენდერულ უთანასწორობაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. ქალი რეჟისორების რაოდენობა დიდწილად ჩამორჩება კაცი რეჟისორებისას, ხშირ შემთხვევაში, ქალი მსახიობების ანაზღაურებაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მამაკაცი

“Problemista” – ტილდა სვინტონისა და ხულიო ტორესის ტანდემი ახალ ფილმში

/

კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ.

ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების დიზაინერის (ხულიო ტორესი) შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მის სამუშაო ვიზას ვადა ეწურება, ხოლო ამერიკაში დარჩენის ერთადერთი საშუალებაა ეთანამშრომლოს ექსცენტრიულ და ხელოვნების სფეროშო გარიყულ არტისტს ელიზაბეტს (ტილდა სვინტონი).

ფილმში აღწერილია მიგრანტების რთული გზა, რომელსაც გადიან სხვა ქვეყანაში. ადამიანებს, რომელთაც არ დაედგომებათ საკუთარ ქვეყანაში, თუმცა უწევთ ურთულესი პირობებისა და ბარიერების გადალახვა უცხო ქვეყანაში დარჩენისა და ადაპტაციისთვის.

“Problemista”-ს პრემიერა 2023 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა გაფიცვების გამო 2024 წელს გადაიდო. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ხულიო ტორესია.

ტილდა სვინტონმა ტორესთან მუშაობას შესანიშნავი გამოცდილება უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი დამგობრდნენ.

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

/

ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო გუნდზე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. გუნდის შემადგენლობაშია ტრანსგენდერი ფეხბურთელი, რომლის როლს არაბინარული მსახიობი კაიმანა ასრულებს, ხოლო მწვრთენელის თომას რონგენის როლში კი მაიკლ ფასბინდერია.

სამოას საფეხბურთო გუნდი მსოფლიოში ყველაზე სუსტ გუნდად ითვლებოდა. 2001 წელს ის 31-0 დამარცხდა მეტოქესთან. ახალი მწვრთნელის (თომას რონგენის) მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გუნდი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ და შეჯიბრებებს გამარჯვებით ასრულებს. 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.

Next Goal Wins” ეფუძნება 2014 წელს შექმნილ დოკუმენტურ ფილს, რომლის რეჟისორები არიან მაიკ ბრეტი და სტივ ჯემისონი. ტაიკა ვაიტიტიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი და იდეა, მოეყოლა სამოას გუნდის არაჩვეულებრივი ამბავი მხატვრული ფილმის სახით.

ფილმის რეიტინგი  Rotten Tomatoes-ზე 84%-ია, ხოლო კრიტიკოსების 44% დაიმსახურა.

 

“უილი და ჰარპერი” – უილ ფერელისა და მისი ტრანსგენდერი მეგობრის ისტორია

/

მსახიობმა უილ ფერელმა ცოტა ხნის წინ დოკუმენტური ფილმი “უილი და ჰარპერი” წარადგინა. ფილმი დოკუმენტური ისტორიაა, რომლიც თავად მსახიობისა და მისი დიდი ხნის მეგობრის ჰარპერის ისტორიას აღერს.

ჰარპერმა ქამინგ აუთი 2022 წელს გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა. უილ ფერელის თქმით, იმ დროისთვის მისი ცოდნა ტრანსგენდერ ადამიანებზე მინიმალური იყო. უახლოესი მეგობრის ქამინგ აუთმა ფერელს უბიძგა, მეტი გაეგო ტრანსგენდერ და ზოგადად, ქვიარ ადამიანებზე. ასევე, სურდა მხარდაჭერა გამოეხატა და დახმარებოდა ჰარპერს ტრანზიციისა და ქამინგ აუთის პროცესში. სწორედ ამ მიზნით ორმა მეგობარმა გადაწყვიტა ერთობლივად შეექმნათ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ნამდვილ ისტორიაზე დაყრდნობით ყვება მეგობრობის, მხარდაჭერის, ტრანზიციისა და სიყვარულის ამბავს.

დოკუმენტური ფილმი “უილი და ჰარპერი” ნეტფლიქსმა იყიდა. ფილმს დებიუტი სანდენსის ფესტივალზე ჰქონდა.

სერიალები, რომელსაც 2024-ში ველოდებით

//

სერაილების მოყვარულები 2024 წელს მეტ ქვიარ პერსონაჟებს და ახალ სეზონებს უნდა ველოდეთ, ასეთია პროგნოზი.

გადავავალოთ თვალი ჩვენთვის საყვარელ და მომლოდინე სერიალებს:

The Traitors

სერიალის ორიგინალური ვერსია ჰოლანდიურია, რომლის პრემიერა 2021 წელს შედგა. სერაილის გმირები ციხესიმაგრეში მცხოვრები ადამიანების ჯგუფია, რომლებიც მათ შორის მოღალატეების აღმოჩენას ისახავს მიზნად, შედეგად კი, ყველა ცდილობს “თავისიანად” მოაჩვენოს თავი. სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე გადაღებული იქნა ინგლისურენოვანი ვერსია, სადაც მთავარ როლს ბისექსუალი მსახიობი ალან კამინგი ასრულებს. მიმდინარე წელს სერიალის მეორე სეზონს ველოდებით.

Sort Of 

სერიალი წელს მესამე სეზონით ბრუნდება. მთავარი გმირი პაკისტანელი წარმოშობის არაბინარულ ადამიანია, რომელიც ტორონტოში ცხოვრობს. ფილმი საკმაოდ შთამბეჭდავია, რომელიც სხავადსხვა რაკურსით გვაცნობს პერსონაჟის გენდერული იდენტობის საკითხებს. სერიალში ბევრი ტედალია წარმოჩენილი, რომელიც უემოციოდ არავის ტოვებს.

Hacks

კომედიური ჟანრის სერიალის დაბრუნებას სიხარულით ველოდით და აი, ისიც! სერიალის მეორე სეზონში გვპირდებიან მეტ ქვიარ თავგადასავლებსა და ისტორიებს.

Doctor Who

ალბათ, მაისში ყველა ველოდებით სერაილის მორიგ სეზონს და  Ncuti Gatwa-ს, რომელიც რიგით მე-15 Doctor Who-ს როლს შეასრულებს.

The Sex Lives of College Girls 

სერიალი მესამე სეზონით ბრუნდება და მის მაყურებელს საინტერესო პერსონაჟებს და ქვიარ ისტორიებს პირდება.

Yellowjackets

სერიალი ახალგაზრდა გოგონების ფეხბურთის გუნდის შესახებ არის, რომელიც კანადის უდაბნოში კანიბალიზმს მიმართავს. სერაილი დიდი პოპულარობით სარგებლობს და წელს მესამე სეზონით ბრუნდება.

გრეის ანატომიის მე-20 სეზონში ექიმი კიმი ბრუნდება

/

გრეის ანატომიის მე-20 სეზონი მარტში გამოვა. კიდევ ერთი სიახლე, რაც ახალ სეზონში გველოდება – ალექს ლანდის დაბრუნებაა. სერიალის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ეკრანზე კვლავ იხილონ ქვიარ ექიმი.

ალექს ლანდი სერიალს მე-15 სეზონიდან შემოურთდა, მისი პერსონაჟი, ექიმი კიმი ღიად გეი კაცია, ხოლო მისი პარტნიორია ექიმი ლევი შმიდტი (ჯეიკ ბორელი). მე-18 სეზონში წყვილი ერთმანეთ შორდება. საინტერესოა, როგორ გავითარდება ურთიერთობა ახალ სეზონში.

ჯეიმს ლანდიმ სერიალში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ქვიარ ექიმისა და ამასთან, აზიელი ქვიარ ექიმის როლის თამაში. “აზიელები, ისევე როგორც ლგბტქი ადამიანები, ფილმებში ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ მე შემიძლია წარმოვადგინო ორივე მათგანი, ეს მნიშვნელოვანია.” – ამბობს ლანდი.

აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში პირველად, ელემ პომპეოს პერსონაჟი მერიდიტ გრეი არ იქნება დიდი დოზით და მთავარ ფიგურად წარმოჩენილი.



                    

“ოქროს გლობუსი” 2024

//

ლოს-ანჯელესში “ოქროს გლობუსის” რიგით 81-ე დაჯილდოება გაიმართა.

  • კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა კილიან მერფი, დრამაში “Oppenheimer” 
  • საუკეთესო ფილმი (დრამა) –  “Oppenheimer”
  • კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი (დრამა) – კილიან მერფი, ფილმი “Oppenheimer”
  • ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი (დრამა) – ლილი გლადსტონი, ფილმი “Killers of the Flower Moon”
  • საუკეთესო სერიალი (დრამა) – “Succession”
  • კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატება  – ფილმი “Barbie”
  • საუკეთესო რეჟისორი – კრისტოფერ ნოლანი, ფილმი “Oppenheimer”
  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “The Boy and the Heron”
  • საუკეთესო სცენარი – “Anatomy of a Fall”
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი – რობერტ დაუნი უმცროსი, ფიმლი “Oppenheimer”
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი – დავინ ჯოი რენდოლფი, ფილმი “The Holdovers”

Love Lies Bleeding 2024 წელს სანახავი ფილმების სიაშია

/

Love Lies Bleeding ახალი თრილერია კრისტენ სტიუარტის მონაწილეობით, რომლის თრეილერი უკვე ხელმისაწვდომია. ფილმი 2024 წელს გამოვა. ფილმში მოისმენთ და ნახავთ 80-იანი წლების მუსიკას, კრისტენ სტიუარტს, კეთი ო’ბრაიანს, სექსის სცენებს პირველივე წუთებიდან და სხვა ქვიარ ამბებს.

კრისტენ სტუარტის გმირი ლუ სპორტული დარბაზის მენეჯერია, რომელსაც შეუყვარდება ბოდიბილდერი ჯეკი (კეთი’ობრაიანი). თუმცა ფილმი არ არის მხოლოდ სასიყვარულო ისტორია, ის გრძელდება მკვლელობით, FBI-ის გამოძიებით და მძაფრსიუჟეტიანი სცენებით.

 

ახალი საახალწლო ფილმი ქვიარ ქალების შესახებ

//

Friends and Family Christmas – ახალი საახალწლო ფილმია, რომელშიც მთავარ როლს Humberly Gonzalez და Ali Liebert ასრულებენ.

ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი დანიელა ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად და ფოტოგრაფის კარიერის გასაგრძელებლად. შობის მშობლების სახლში გატარების ნაცვლად, ის გადაწყვეტს დარჩეს ნიუ-იორკში და ახალი წელი მეგობრებთან ერთად აღნიშნოს. ამელია ნიჭიერი იურისტია, რომელიც არშემდგარი ნიშნობის შემდეგ ფოკუსირებულია სამსახურსა და კარიერაზე. საშობაოდ მშობლების მოულოდნელი სტუმრობისას დანიელა მათ ეტყვის, თითქოს ის და ამელია ერთად არიან, ხოლო ამელიას უწევს მისი პარტნიორის თამაში. დროთა განმავლობაში, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შემდეგ დანიელასა და ამელიას შორის რომატიული, სასიყვარულო ურთიერთობა იწყება.

ფილმის ნახვა Hallmark-ზეა შესაძლებელი.

 

10 ფილმი საახალწლო ქვიარ არდადეგებისთვის

//

 

ბოლო წლების განმავლობაში, სადღესასწაულო ფილმების სიუჟეტებში ლგბტქი ადამიანების ინკლუზია მეტად აქტიურად ხდება, გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც უქმეების და საშობაო არდადეგების საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

 A Holiday I Do (2023) 

მარტოხელა დედა (Lindsay Hicks) ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს და თანხმდება მის საშობაო ქორწილში საუკეთესო მეგობრის როლზე. სრულიად მოულოდნელად, ქორწილისთვის მზადების პროცესში მას შუყვარდება დღესასწაულის ორგანიზატორი ქალი (Rivkah Reyes). ფილმი ქვიარ ქალების საშობაო ისტორიაზე ფოკუსირდება.

The Holiday Sitter (2022)

სადღესასწაულო რომანტიკული კომედია ეძღვნება ქვიარ წყვილს. სემი (Jonathan Bennett) ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სთხოვენ ცოტა ხნით დისშვილებთან დარჩეს მომვლელად. ამ დროს ის გაიცნობს ჯეისონს (George Krissa), რომელიც მეზობლად ცხოვრობს.

 Single All the Way (2021)

პიტერს (Michael Urie) მობეზრდა ოჯახის მხრიდან მუდმივი ზეწოლა მის მარტოხელობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტს სახლში მიიყვანოს საუკეთესო მეგობარი ნიკი (Philemon Chambers), რომელმაც მისი ბოიფრენდის როლი უნდა ითამაშოს.

The Bitch Who Stole Christmas (2021)

დრეგ ქვინი და აიქონი რუპოლი RuPaul თამაშობს რედაქტორის როლს.   საშობაო მზადების გასაშუქებლად ის  ჟურნალისტს (Krysta Rodriguez) პატარა ქალაქში აგზავნის, თუმცა მოულოდნელად თავად ხდება საშობაო შეჯიბრის მონაწილე.

Under the Christmas Tree (2021)

ეს ჯადოსნური, ლესბოსური ამბავი შტატ მენის ულამაზესი ხედების ფონზე ვითარდება. ჩარლი ეძებს იდეალურ საშობაო ნაძვის ხეს და პოულობს მას ალმას ეზოში. ახალგაზრდა ქალებს შორის გაჩენილი რომანტიკლი  ნაპერწკალი ღვივდება და ფილმის ძირითად ამბად იქცევა.

A Jenkins Family Christmas (2021)

პატრიარქალურ ოჯახში მამის გარდაცვალების შემდეგ დები ბენეატა და ბევერლი (Regina Taylor and Kim Coles) ცდილობენ გააგრძელონ ოჯახის საშობაო ტრადიციები, წყენების მიუხედავად. ამავდროულად ბენეატას გეი შვილი კენი (Anthony Chatmon II) ბოიფრენდს ლოგანს  (Derek Chadwick) არდადეგებზე თავისთან დაპატიჟებს. საინტერესოა გაუძლებს თუ არა კენი ავტორიტარული დედის მხრიდან მოსალოდნელ ზეწოლას.

Christmas at the Ranch (2021)

ჰეილი (Laur Allen) გამოწვევის წინაშეა, მან უნდა გადაარჩინოს ოჯახის რანჩო გაყიდვისგან. რანჩოზე დაბრუნებლს იქ დამხმარე ქეითი (Amanda Righetti) ხვდება და მათ შორის სრულიად ახალი ისტორია იწყება.

Happiest Season (2020)

ქვიარ აიქონი Clea DuVall, Abby (Kristen Stewart) აპირებს შეყვარებულს (Mackenzie Davis) ქორწინება შესთავაზოს მისი ოჯახის თანდასწრებით. თუმცა ირკვევა, რომ მის გოგოს ოჯახთან ქამინგ აუთი ჯერ არ აქვს გაკეთებული.

A New York Christmas Wedding (2020)

ახლოვდება ჯენიფერის ქორწინება ნიუ-იორკში, თუმცა მას ეძლევა შესაძლებლობა გადააფასოს წარსული. მას ეძლევა შესაძლებლობა დაინახოს რა მოხდებოდა თუ… მისი პირველი სიყვარული დარჩებოდა მასთან.

 

The Christmas Setup (2020)

ნიუ-იორკელი იურისტი ჰიუგო (Ben Lewis) არდადეგების გასაარებლად მილუოკიში ჩადის, სადაც მის ყოფილ კლასელს და საიდუმლო სიყვარულს პატრიკს (Blake Lee) ხვდება. აშკარაა, რომ ბიჭებს ერთმანეთი მოსწონთ, თუმცა ჰიუგო რთული არჩევანის წინაშე დგება აირჩიოს კარიერა თუ სასიყვარულო ურთიერთობები.

 

 

 

“სიყვარულის გზავნილი” მამებისგან ტრანსგენდერ შვილებს – ნეტფლიქსის ახალი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

//

ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ექვსი მამა მიმართავს ტრანსგენდერ შვილს. ფილმში მამები სიყარულისა და სიამაყის გრძნობით ყვებიან თავიანთი ტრანსგენდერი შვილების შესახებ და ამხნევებენ მათ.

ფილმის რეჟისორია ლუჩინა ფიშერი, ხოლო პროდიუსერი დვეინ ვეიდი. “ძალიაბ ვამაყობ და დიდი სიამოვნებით შევუერთდი ფიშერსა და მის გუნდს, რათა ჩემი წვლილი შევიტანო ცნობიერების ამაღლებაში იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემთან. მამები ვსაუბრობთ იმ სიყავრულზე, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ ქვიარ შვილებთან. მიუხედავად ბევრი ბარიერებისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ შვილებს და მათ გვერდით ვართ. ” – ამბობს დვეინი.

“მამები” (The Dads), ასე ქვია ფილმს, რომელიც ნეტფლიქსზეა ხელმისაწვდომი და სავსეა დადებითი ემოციებითა და მხარდაჭერით.

 

 

 

გამოყენებული წყარო: https://www.them.us/story/dwyane-wade-netflix-the-dads-trans-kids-documentary