საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, ოფიციალური წერილით გამოეგზავნა, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. წერილში მინისტრს მიმართავენ, რომ სათანადოდ დაიცვას პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიება.
წერილში ნათქვამია, რომ ღირსების მარში ლგბტქ+ ადამიანების მშვიდობიანი დემონსტრაციაა მათი უფლებებისთვის და შსს-მ მისი მშვიდობიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
”გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ჰომოფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტქ+ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ლგბტქი+ ადამიანების საკმარისი და ეფექტური დაცვა.” – ნათქვამია წერილში.
ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები თვალს მიადევნებენ, რომ პროცესები სწორად და მოთხოვნისამებრ შესრულდეს.