ჯანმრთელობაზე ზრუნვა ლგბტ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით

ლგბტ ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, ვიდრე ჰეტეროსექსუალებს, რასაც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს. ამის მრავალი მიზეზი არსებობს – დაწყებული ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობით, დამთავრებული იმით, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ლგბტ თემში ხშირია ადრეულ წლებში მიღებული ტრავმებისა და სტრესის გამო. ჯანმრთელობის კონტროლი და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან იწყება.

საზოგადოების ინფორმირება

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ლგბტ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. BBC-ის კვლევის თანახმად, ლგბტ ადამიანებს ჯანმრთელობის ორჯერ უფრო მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე მათ ჰეტეროსექსუალ თანატოლებს. ამის მიზეზები ნათელია: სოციალური სტიგმა, ბავშვობის ტრავმა და მუდმივი გარიყვა საზოგადოებისგან, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სექსუალობას სწორად ვერ აცნობიერებს. სტიგმის მოშლა სტრესის შემცირების გადამწყვეტი ნაწილია. ის არა მხოლოდ ეხმარება სხვებს, უკეთესად გაიაზრონ ლგბტ საკითხები და იზრუნონ მათზე, ვისაც მენტალური პრობლემები აქვს, არამედ საშუალებას იძლევა, დაიწყოთ მკურნალობა და გრძელვადიანი ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე.

სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა

ლგბტ თემის უამრავ წევრს არ აქვს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა სამართლებრივი ან სოციალური ბარიერების გამო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის ალტერნატიული გზების ძებნა. ქვეყნებში, რომლებშიც მსგავსი ბარიერები არსებობს, ლგბტ საზოგადოებამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა ორგანოებს უნდა მიმართოს, რათა მათ დახმარება გაუწიონ ამ ბარიერების დაძლევაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, ჯანდაცვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადონ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ლგბტ თემის შემთხვევაში, დახმარება ძირითადად მედიცინასთან არის დაკავშირებული. ეს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ლგბტ ადამიანებისთვის მაშინ, როდესაც საზოგადოება თანასწორი არაა.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია თქვენი იდენტობის მიუხედავად. სამედიცინო პრობლემების რისკი, რომელსაც ლგბტ პირები აწყდებიან, ხშირად სოციალური დამოკიდებულებებით არის გამოწვეული. მათ აღმოსაფხვრელად, გამართული სისტემის არსებობაა საჭირო. ამ კუთხით, ბევრ ქვეყანაში ყოველწლიურად უფრო მეტი კეთდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროა, ლგბტ თემმა თავადაც იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

წინა

თალიბანის ავღანეთში ლგბტქი ადამიანები სასიკვდილო საფრთხის წინაშე არიან

შემდეგი

ვარდისფერი სამკუთხედი – ნაცისტური დევნის სიმბოლო, რომელიც ქვიარ აქტივიზმის ნაწილად იქცა

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.