შვედი ფეხბურთელის ქვიარ სიყვარულის ისტორია

სპორტის სამყაროში, ძირითად შემთხვევებში, ქალთა სპორტი დაჩრდილული ან უგულებელყოფილია. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობენ ქალი სპორტსმენები, რომლებიც ჩრდილიდან გამოსვლას ახერხებენ და ამ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებთ.

ლინა ჰურტიგი 26 წლის შვედი პროფესიონალი ფეხბურთელია. ის შვედეთის ქალაქ ავესტაში დაიბადა და ამჟამად იუვენტუსში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს.

Juventus

ლინას ოჯახის შესახებ ინფორმაცია უცნობია. უცნობია მისი განათლებისა და აკადემიური კვალიფიკაციის შესახებაც. ერთ-ერთი რამ, რითაც ლინა ჰურტიგმა პოპულარობა მოიპოვა, სასიყვარულო ცხოვრებაა, რომელზეც საუბარს ფეხბურთის ვარსკვლავი არასდროს ერიდება.

2019 წელს ლინა თავის შეყვარებულ ლიზა ლანცზე დაქორწინდა, ისიც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობს და ერთმანეთის თანაგუნდელებიც იყვნენ Linkopings FC-ში. ლინა ლიზაზე რვა წლით უმცროსია. ერთმანეთს პირველად 2017 წელს შეხვდნენ, მაშინ, როდესაც ლინა გუნდს შეუერთდა. ერთად დიდ წარმატებასაც მიაღწიეს – 2017 წელს გუნდი უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მას შემდეგ, რაც წყვილი საზოგადოებაში გამოჩნდა, გულშემატკივრებისგან ორივემ დიდი მხარდაჭერა მიიღო, რაც ლიზას გაკვირვებას იწვევდა, რადგან ამხელა სიყვარულს არ ელოდა.

„უნდა ვაღიარო, ცოტა გამიკვირდა. ხალხი მოდიოდა და ჩვენი ურთიერთობის შესახებ მეკითხებოდა. ისინი აღნიშნავდნენ, როგორი შთამაგონებელი იყო იმის დანახვა, რომ ღიად შეგვეძლო ჩვენ შესახებ საუბარი.“

Mia Eriksson

წყვილი შვილის ყოლას ქორწინებიდან მალევე არ გეგმავდა. მოგვიანებით, 2021 წლის ზაფხულში, მათ გოგონა შეეძინათ, რის შესახებაც სოციალური ქსელების მეშვეობით განაცხადეს.

როგორც ლინა და ლიზა ჰურტიგები აღნიშნავენ, სიყვარულს საზღვრები არ აქვს. სიყვარული შესანიშნავია და შეყვარებულად ყოფნა არის პრივილეგია, რომლის განცდაც ყველას სურს – ეს იქნება სიყვარული ქალებს, მამაკაცებს, თუ ქალსა და მამაკაცს შორის. ისინი თვლიან, რომ პროტესტი და ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წვლილის შეტანა სწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რადგან შესაბამისი ცოდნის გარეშე ადამიანებს მარტივად უჩნდებათ ეჭვები ლგბტ საზოგადოების მიმართ.

წინა

ფილმ Batgirl-ში DC-ს ისტორიაში პირველ ტრანსგენდერ პერსონაჟს ვიხილავთ

შემდეგი

თათია ჯიშკარიანი – არ მინდა, ერთადერთი გზა ყველასთვის გაქცევა იყოს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,