ადამიანებს არჩევანი ჰგონიათ, ჰეტეროსექსუალი იქნები თუ ჰომოსექსუალი

უკვე 29 წლის ქალი ვარ, რომელიც წარსულში გახედვისას, ვერ იჯერებს, რომ ეს გზა გაიარა. სულ ცოტა ხანია, რაც საკუთარ თავთან ქამინგაუთი შევძელი და ჯერ კიდევ მტკივნეულ პროცესებს გავდივარ. ძალიან ბევრი ვებრძოლე საკუთარ თავს, მაგრამ ვერ „ვუმკურნალე“ იმიტომ, რომ განსაკურნებელი არც არაფერია. ძალიან არ მინდოდა, მეც იმ რეალობის ნაწილი ვყოფილიყავი, რომელშიც მუდმივად კუს ჯავშანში უნდა იყო და საკუთარი იდენტობა დამალო, შენივე სიყვარული სათანადოდ ვერ გიხაროდეს და ამ სიყვარულთან დაკავშირებულ სიხარულებს ვერ უზიარებდე ოჯახს, მეგობრებს…

გითხრათ, რა გზა გავიარე საკუთარი თავის მიღებამდე? – ძალიან გრძელი, დამღლელი და მტკივნეული. სკოლა რეგიონში დავამთავრე – ისეთ პერიოდში, არც ინტერნეტთან და არც ინფორმაციასთან რომ არ მქონდა წვდომა. როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარი განსხვავებულად, რომანტიკულად მიყვარდა, ჩავთვალე, რომ ფსიქიკური დარღვევა მქონდა და ვერც ვერავის გავუზიარე ჩემი შეგრძნებები. წარმოიდგინეთ, არ მქონდა ინფორმაცია, რომ ამ სამყაროში ჰომოსექსუალი ადამიანები არსებობენ, ჩემი თავი ერთადერთი გამონაკლისი, შეშლილი მეგონა. ამან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობამდე მიმიყვანა, იმდენად, რომ სუიციდი ვცადე. ერთადერთი კადრი, რომელიც იმ პერიოდიდან მახსოვს, რუსული ჯგუფის, ,,ტატუს’’ კლიპია, რომელშიც გოგოები ერთმანეთს კოცნიან. ამ კადრის ნახვისას დავფიქრდი პირველად – იქნებ, ერთადერთი არ ვარ…

შემდეგ მეგობრებმა გადაწყვიტეს, დამხმარებოდნენ, ვერავინ გაიგო, რა მჭირდა და ასე აღმოვჩნდი მონასტერში – მონაზვნობა მინდოდა. თავი რელიგიას შევაფარე. თუმცა, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან საკუთარი თავი მიგყავს… დაახლოებით ოთხი წელი დავყავი ეკლესიაში და საბოლოოდ, იქიდანაც წამოვედი, უფრო მეტად იმიტომ, რომ ჩემი ეგზისტენციალური კრიზისი გაღრმავდა და არა – პირიქით, შეკითხვებიც უფრო გამრავლდა და არა – პირიქით…

შემდეგი ეტაპი დაიწყო – მცდელობა იმისა, როგორმე ბიჭებთან ურთიერთობა გამომსვლოდა. ეს იყო თვითსასჯელი. არასოდეს არაფერი გამოდიოდა და მე მაინც ჯიუტად ვცდილობდი. იცით, რაზე მეცინება? ადამიანებს რომ არჩევანი ჰგონიათ, ჰეტეროსექსუალი იქნები თუ ჰომოსექსუალი. თავი უნდა გძულდეს, რომ ამ რეალობაში, ამხელა წნეხსა და ჯოჯოხეთში ადგე და სექსუალურ უმცირესობაში ყოფნა აირჩიო.

საბოლოოდ, საერთოდ შევეშვი ვინმესთან ურთიერთობის მცდელობებს. თავი დავანებე უნივერსიტეტს. ბუკინისტობა დავიწყე, წიგნებისა და მუსიკის სამყაროში გადავეშვი. თუმცა, ამ ყველაფრით უფრო მეტად შევიკეტე იმ ჯავშანში, რომლიდანაც გამოძრომა აღარ მინდოდა. ერთგვარი კომფორტის ზონა იყო – მქონდა ნიღაბი, იმიჯი, რომლითაც საკუთარი თავის დამკვიდრებას ვცდილობდი ოჯახსა და სამეგობროში. გამომივიდა კიდეც.

ცოტა ხნის წინ ეს ჯავშანი თავადვე დავანგრიე. უარი ვთქვი შანსზე, რომ საზღვარგარეთ ჩემი პროფესიით მესწავლა და მემუშავა. დავბრუნდი აქ, საქართველოში, რომ ჩემ გარშემო ამოშენებული კედლები დამენგრია და იქიდან საკუთარი თავი გამომეყვანა, შევძელი კიდეც.

ახლა ის პერიოდი მიდგას, როცა ჯერ კიდევ ნანგრევებში დგახარ და არ იცი, საით უნდა წახვიდე. უბრალოდ, რაღაც შინაგანი ინერცია მუდმივად მაიძულებს, არ გავჩერდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიყვარულის ძალაა, რაც მუდმივად მშველის, მაიძულებს, ვიმოძრაო და მეათასედ დავიწყო თავიდან.

ბოლოს, ერთი თხოვნა მაქვს – მეტი რამ აკეთეთ რეგიონებში.

წინა

WARP – ბარსელონას ქვიარ საზოგადოება ლეო ადეფის ფანტასმაგორიულ ფოტოებში

შემდეგი

ქვიარ სერიალები, რომლებიც იანვარში გამოვა ეკრანებზე

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი