საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული, რომელმაც „არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 18 აპრილს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასა და TV პირველის, ასევე On.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა“, – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების დაცვა ვერ შეძლო, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს და მორალური, ასევე ტექნიკის განადგურებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს.