გიორგი თაბაგარმა ”ფორმულას” ეთერში ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა:
”ადამიანი, რომელიც თავს უწოდებს კონსტიტუციონალისტს, ის ერთ-ერთი ავტორია საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციის და ამ პირობებში, განსაკუთრებით ტრაგიკულია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა. ეს არის საქართველოს უპირველესი საკანონმდებლო დოკუმენტის ფეხქვეშ გათელვა. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, აქვს სეკულარიზმის კრიზისი და არის იმ მდგომარეობაში, რომელიც, რეალურად, დაცლილია ღირებულებებისგან. სხვა არაფერი გამოსჭვივის იმაში, რაც კობახიძის განცხადებაში იკითხებოდა.”
17 ივნისს, ”TV პირველზე”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლგბტქი ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ 1-5 ივლისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ღონისძიებების, მათ შორის, სოლიდარობის მარშის ჩატარებაზე.