Entertainment Weekly-სთან მიცემულ ინტერვიუში კიანუ რივზმა თქვა, რომ „მატრიცას“ 1999 წლის ადრეული სცენარიდან Wanren Brothers-მა ტრანსგენდერი პერსონაჟი ამოიღო.
მსახიობის თქმით, პერსონაჟი Switch, რომლის როლსაც პირველ ფილმში ბელინდა მაკლორი ასრულებს, სცენარის თავდაპირველ ვერსიაში ტრანსგენდერი იყო. მისი როლი მატრიცას სამყაროში ქალ მსახიობს უნდა შეესრულებინა, ხოლო რეალობაში – მამაკაცს.
თუმცა, როგორც მსახიობმა დაამატა, ჰოლივუდი 90-იან წლებში ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და ფილმის რეჟისორებს, ლანა და ლილი ვაჩოვსკებს, სცენარის გადაწერა მოუწიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსგენდერმა დებმა ვაჩოვსკებმა 2020 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ,,მატრიცას” ფილმი სინამდვილეში ერთგვარი ალეგორიაა ტრანსგენდერი ადამიანების გამოცდილებაზე.
შეგახსენებთ, რომ “მატრიცას” ახალი, მეოთხე ფილმი, სულ მალე გამოვა ეკრანებზე.