“სტოუნვილის” მოვლენებიდან 52-ე წელს, ციურიხში გამართული 2021 წლის პრაიდის ფესტივალი 19 ივნისს დაიწყება და ქვიარ თემის დისკრიმინაციასთან ბრძოლას მიეძღვნება. დისკრიმინაციას, რომელიც ყველა სფეროში ვლინდება.
ციურიხის პრაიდის ყოველწლიური ფესტივალი ქალაქის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თემის წევრების გარდა, მათ მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს აერთიანებს.
შვეიცარიას ამ დროს ათასობით ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იმართება კონცერტები და საღამოები. პრაიდ ფესტივალისთვის მოწყობილ სცენაზე საერთაშორისო დონის შემსრულებლები და დიჯეები გამოდიან.
კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციებსა და დისკუსიებში პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები მონაწილეობენ.
პრაიდის მსვლელობა ციურიხის მთვარ მოედანზე – Sechseläutenplatz-ზე გაიმართება და Bürkliplatz-ის მოედანზე გაგრძელდება.
ფესტივალის დღეებში ყველა გეი ბარსა და კლუბს მრავალფეროვანი სანახაობა აქვს, ეს ყველაფერი კი ქალაქის ძველ ნაწილში იყრის თავს, რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, დაათვალიერონ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა და მოუსმინონ ადგილობრივ მუსიკას.
ღია ცის ქვეშ გამართული კულტურული ღონისძიებები და კონცერტები ნებისმიერ სტუმარს მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ ციურიხმა პრაიდის ფესტივალის დაარსებისა და ”სთოუნვილის” მოვლენებიდან 25-ე და 50-ე წლის იუბილეები 2019 წელს აღნიშნა. წელს კი, COVID-19-ის ვირუსის გამო, ღონისძიებების ნაწილი სექტემბრის თვეში ჩატარდება.