ILGA Europ-ის 2021 წლის Rainbow რუკის მიხედვით, საქართველოს რეიტინგმა ისევ დაიწია

ევროპაში ლგბტქი უფლებების დამცველი უდიდესი ორგანიზაციის, ILGA Europe -ის 2021 წლის რუკის მიხედვით, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცულობის მხრივ, პირველ ადგილს მალტა ინარჩუნებს, მეორე ადგილზე ბელგიაა, ხოლო ბოლო ადგილებს ისევ რუსეთი, სომხეთი და თურქეთი იკავებენ. ყველაზე ბოლო, 49-ე ადგილზეა აზერბაიჯანი.

საქართველო ამ სიაში 32-ე ადგილზეა. შარშანდელთან შედარებით, მისი რეიტინგი კიდევ ორი პუნქტით დაიწია შემდეგი საფუძვლით – სახელმწიფომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კვლავ არ მოაწესრიგა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის პროცედურა, ასევე, ლგბტქი აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო.

Rainbow Europe არის ILGA Europe -ის ყოველწლიური კვლევის ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს რუკას, ინდექსსა და რეკომენდაციებს. 2009 წლიდან ორგანიზაცია რუკას ევროპის მასშტაბით ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკური და საკანონმდებლო სიტუაციის საილუსტრაციოდ იყენებს.

ევროპის 49 ქვეყანაში ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკური და საკანონმდებლო სიტუაციის მიხედვით, ამ ქვეყნების რანჟირება ხდება 0-დან 100%-მდე. რეიტინგის განსაზღვრისთვის 71 სხვადასხვა კრიტერიუმი გამოიყენება, რომელიც 6 თემატურ კატეგორიადაა დაყოფილი:

  1. თანასწორობა და არადისკრიმინაცია
  2. ოჯახი
  3. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები და სიძულვილის ენა
  4. გენდერის საკანონმდებლო აღიარება და ფიზიკური ხელშეუხებლობა
  5. საზოგადოებრივი სივრცე
  6. თავშესაფარი
წინა

მრავალფეროვნების დღესასწაული ბარსელონაში 19 ივნისს იწყება!

შემდეგი

ციურიხის პრაიდი 2021

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების