5 ახალი სერიალი, რომელსაც ამ შაბათ-კვირას უნდა უყუროთ

წლის ბოლო განსაკუთრებით დატვირთულია საინტერესო და მრავალფეროვანი პრემიერებით, დღე არ გავა, სატელევიზიო არხებმა და სტრიმინგ სერვისებმა ახალი სერიალი არ შემოგვთავაზონ. თუ ახალი სერიალის შერჩევა თქვენთვისაც პრობლემაა, მაშინ გადახედეთ ჩვენს მოკლე სიას და ამ შაბათ-კვირის ახალი თავგადასავალი შეარჩიეთ.

The Wheel of Time (დროის ბორბალი) 

19 ნოემბერს ონლაინ სტრიმინგ სერვისის, Amazon-ის პატარა ეკრანებზე ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოვიდა როზამუნდ პაიკის მონაწილეობით. სერიალზე დიდ იმედებს ამყარებს სტრიმინგ სერვისი და „სამეფო კარის თამაშების“ ბედსაც უწინასწარმეტყველებენ. „დროის ბორბალი“ მიჰყვება მოირეინის ისტორიას, რომელიც 5 ახალგაზრდა ადამიანს უძღვება მსოფლიოს გარშემო იმ იმედით, რომ ხუთიდან ერთი ძლევამოსილი დრაკონის რეინკარნაცია აღმოჩნდება, დრაკონის, რომელსაც დედამიწის განადგურება ან გადარჩენა შეუძლია.

 

Tiger King 2 

  

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები და დაიწყო მასობრივი ლოქდაუნები. ალბათ, სახლში ჩაკეტვა უფრო რთული იქნებოდა, რომ არა ნეთფლიქსის წარმატებული შოუ Tiger King, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე გამოვიდა ეკრანებზე, 10 დღეზე ნაკლებ დროში მრავალმა მილიონმა ადამიანმა უყურა და სტრიმინგ სერვისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა. დოკუმენტური სერიალის მეორე სეზონი აგრძელებს ვეფხვების მომთვინიერებელის, ჯო ეგზოტიკისა და ქეროლ ბასკინის დაპირისპირების ისტორიას.

 

Crime (დანაშაული)  

თუ დეტექტივები გიყვართ, Britbox-ის ახალი სერიალი ნამდვილად  დაიმსახურებს თქვენს ყურადღებას. 6-სერიანი ახალი დეტექტიური დრამა, Trainspotting-ის ავტორის, ირვინ ველშის 2008 წლის რომანის მიხედვით არის გადაღებული და გვიამბობს გამომძიებელ რეი ლენოქსის ისტორიას, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის, ცდილობს, გახსნას დანაშაული და იპოვოს დაკარგული პატარა გოგონა.

 

The Girl’s Changed (გოგონა შეიცვალა) 

The Girl’s Changed ახალი დოკუმენტური სერიალია, რომელიც გვიამბობს პერსეპონე რიზვის ისტორიას. პერსეპონე რამდენიმე წლის წინ სულ სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობდა, წვეულებების მოყვარული გოგონა უკან არასდროს იხევდა და დაუვიწყარ დროს ატარებდა, თუმცა ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ყველაფერი და ისლამი მიიღო. BBC Three-ის ახალი დოკუმენტური სერიალი გვიამბობს, როგორ მიიღო პერსეპონემ ეს გადაწყვეტილება და მოახერხებს თუ არა ის ძველი ცხოვრებიდან მეგობრების დაბრუნებას, რომლებსაც ერთ დღესაც მოულოდნელად ზურგი აქცია.

Cowboy Bebop (კოვბოი ბიბოპი) 

ანიმეს მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ეკრანებზე გამოჩნდა ლეგენდარული იაპონური ანიმეს პირველი ეკრანიზაცია „კოვბოი ბიპოპი“. კოსმოსურ ვესტერნში მოქმედება შორეულ მომავალში, 2071 წელს მიმდინარეობს. სხვადასხვა პლანეტების ათვისების შემდეგ, მოიმატა კოსმოსურმა დანაშაულებმა, რის გამოც გაჩნდნენ კოსმოსური მონადირეები, რომლებიც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, კოსმოსურ დამნაშავეებზე ნადირობენ.

წინა

,,შაშვი, შაშვი, მაყვალის” ეკრანიზაციის პროექტმა გრანტი მოიპოვა

შემდეგი

პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში – ლილიტ მარტიროსიანის ისტორია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების