6 ოქტომბერს, რუსეთის ელჩმა, ივან სოლტანოვსკიმ, უარყო ევროპის საბჭოს მოწოდებები, გააუქმდეს 2013 წლის მიღებული კანონი, რომელიც არასრულწლოვნებში კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების შესახებ“ ინფორმაციის გავრცელებას. მისი თქმით, ევროკომისიამ „გადააჭარბა უფლებამოსილებას“, როცა რუსეთს სექსუალური უმცირესობების დაცვისკენ მოუწოდა. ,,ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩარევა რუსეთის შიდა საქმეებში,” – ამბობს სოლტანოვსკი.
სოლტანოვსკიმ დაამატა, რომ რუსეთის მთავრობის ლიდერები ,,ევროპის საბჭოს იურისდიქციის ქვეშ ყოფნის ვალდებულებას არ გრძნობენ”. ევროპის საბჭო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად დაარსდა, 47 წევრ სახელმწიფოს ითვლის, მათ შორის, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოს.
,,ჩვენ გავაგრძელებთ ECRI-სთან თანამშრომლობას იმ პირობით, რომ ევროპის საბჭო მომავალში თავს შეიკავებს ე.წ. ,,წითელი ხაზების’’ გადაკვეთისგან,”- თქვა სოლტანოვსკიმ. მან დამატებით ევოპის საბჭოს ისეთ საკითხებზე ორიენტირება ,,შესთავაზა”, როგორიცაა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ,,ქრისტიანოფობია” და შეზღუდვები გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე.
რუსეთის შეუწყნარებლობა სულაც არ იყო მოულოდნელი იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლებმა წინა თვეებში რუსეთის პარლამენტს ქვეყანაში ანტი-LGBTQ+ კანონების გააქტიურება შესთავაზეს. მარტში, მმართველმა პარტიამ – „ერთიანმა რუსეთმა“, გამოთქვა სურვილი ბისექსუალობისა და პოლიამორიის გამოსახულებების აკრძალვის შესახებ, რასაც, სავარაუდოდ, ამავე კანონის ფარგლებში მოაქცევენ.
გასულ თვეში, კრემლის ლიდერმა ანდრეი ციგანოვმა წამოაყენა იდეა, რომ ლგბტქ+ და ფემინისტური ჯგუფები „ექსტრემისტებად“ იქნან აღიარებული, რათა ამით მაქსიმალურად შეიზღუდოს მსავსი ჯგუფების აქტივიზმი და უფლებები.
ცხადია, რომ რუსეთის დაპირისპირება ევროპის საბჭოსთან მისი ჰომოფობიური პოლიტიკით აიხსნება. სამწუხაროა, რომ რუსეთთან ერთად რამდენიმე ევროპული ქვეყანაც იზიარებს ამ ჰომოფობიურ იდეოლოგიას. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკომისიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ – დავის საგანი ლგბტქ+ უფლებების დარღვევაა. მიუხედავად რუსეთის უარისა ევროკომისიის რეკომენდაციებზე, ევროკავშირს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პროცესებზე, პოლონეთმა და უნგრეთმა უკვე დაიწყეს პოზიციების დათმობა და ევროპის საბჭოს გადაწვეტილებების შესრულება.
თავის მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ შეტანილია რამდენიმე სარჩელი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ – 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პუტინის მთავრობა 42,500 ევროთი დააჯარიმა, დავა ეხებოდა ლგბტქ+ ჯგუფებისთვის ორგანიზაციებად რეგისტრაციაზე უარს.
წყარო: them.us