სოდომისა და გომორას განადგურების მიზეზი წმინდა წერილის მიხედვით

ქვიარმა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს-რუსუდან გოცირიძეს მიმართა. ჩვენ დავინტერესდით მისი პოზიციით 17 მაისთან დაკავშირებით. 17 მაისი არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. თუმცა საქართველოში, მას შემდეგ რაც 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირების მონაწილეობით კონტრდემონსტრანტებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა მოაწყვეს, 2014 წელს ეს დღე საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

ქვიარი: ოჯახის სიწმინდის დღე თქვენთვის რა შინაარსის შემცველია? 

რუსუდან გოცირიძე:

ქართულ ენაში აღრეულია სიტყვა სიწმინდე. რა არის სიწმინდე? როდესაც ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ მოვიაზრებთ: უმანკოს, უცოდველს, უბიწოს, უშეცდომოს. არადა სიტყვა, სიწმინდის ეტიმოლოგია სხვაგვარია: ის არ მოიაზრებს ზემოთ ჩამოთვლილ შინაარსის მატარებელ სიტყვებს.

წმინდა, ნიშნავს გამორჩეულს, განსაკუთრებულს, უფლისათვის გამოყოფილს. წმინდანი მაშინ ხდები, როდესაც შენი ცხოვრება და შენი თავი ღმერთისთვის გაქვს მიძღვნილი. ,,წმინდა ოჯახი,, მართლა, სუფთა, უცოდველ, უმანკო ოჯახად აღიქმება. არადა, ვინც ეს ცნება შემოიტანა და დაამკვიდრა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ამას არ ნიშნავს.

შეიძლება ოჯახი, ღმერთის მიერ იყოს გამორჩეული, გამოყოფილი. წმინდანი მაშინ ხდები, როდესაც შენი ცხოვრება და შენი თავი ღმერთისთვის გაქვს მიძღვნილი. ასე რომ, ცოტა გაუგებარია ტერმინი – ,,წმინდა ოჯახი,,.

საეკლესიო ტრადიციის მიხედვით და არა საღმრთო წერილით, მარიამის, იოსებისა და იესოს ოჯახს ,,წმინდა ოჯახად,, მოიხსენიებენ. ეს ოჯახი მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა და მართლაც ამ ოჯახის თითოეულმა წევრმა თავისი ემოცია, ტკივილი, სიხარული ჩადო და ის მისია შეასრულა, რასაც იესოს სახით მსხვერპლის გაღებას ნიშნავს. ამ ოჯახს, სწორედ რომ შეგვიძლია ვუწოდოთ ,,წმინდა ოჯახი,,.

აქედან გამომდინარე, ძალიან მიჭირს იმის მიხვედრა თუ რას ნიშნავს ,,წმინდა ოჯახი,, უბრალოდ ვიცი, თუ რატომ დაიბადა ეს დღე 17 მაისს და რატომ დაერქვა ,,ოჯახის სიწმინდის დღე,,. ამ ტერმინით კიდევ ერთხელ უნდოდათ იმის აღნიშვნა, რომ 17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე კი არ არის, არამედ ჰომოსექსუალი ადამიანებისგან დაცვის დღე, თითქოს ისინი ანგრევენ ჩვენი შვილების მომავალს. 17 მაისს, ,,ოჯახის სიწმინდის დღის,, დაწესებით, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ წარმოსახვით საფრთხეს, რომელსაც ჰომოსექსუალობა წარმოადგენს.

ეკლესია ხშირად არ იღებს ადამიანებს, მათ ცოდვილად მიიჩნევს. სხვადასხვა რელიგიის მსახურები რწმენის სახელით იოლად იცილებენ ჰომოსექსუალ ადამიანებსაც, ერევიან მათ ცხოვრებაში. მაგრამ, რადგან ამ ადამიანების მდგომარეობა უცვალებელია, ეკლესია ცდილობს ისინი საკუთრი ხელით გაანადგურონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს თვითგანადგურებისკენ უბიძგებენ. ეს განადგურება ან თვითმკვლელობამდე მიყვანაა, რასაც ხელს ეკლესია უწყობს, ან პიროვნების მორალურალური და სულიერი ნგრევაა.

ეკლესიისა და სასულიერო პირების ასეთი დამოკიდებულება ადამიანებს აბოროტებს, მათ გულში სიძულვილს თესავს და ყველა სძულთ, ვისაც თავისუფლად, დაუფარავად შეუძლია თავისი სიყვარულის გამოხატვა, საკუთარ რჩეულთან ცხოვრება, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება და არჩევანის გაკეთება.

ქრისტიანობა გვეუბნება: ცოდვა და მადლი ის კი არ არის რაც გარედან ჩანს, მთავარია შიგნიდან რას გრძნობ, რას განიცდი, რა გიდევს გულში. წმინდა წერილში ვკითხულობთ: შენ თუ სიყვარული არ შეგიძლია, მკვდრებსაც რომ აცოცხლებდე არაფერს ნიშნავს, გარეგნული აღმატებულების ფასი კაპიკიც არ არის.,,

ქვიარი: ლგბტქი ადამიანების მისამართით ხშირად გაიგებთ ასეთ გამონათქვამებს “თქვენ გამო განადგურდა სოდომი და გომორა,” “თქვენ გამო ჩვენც დავისჯებით”. თუ შეგიძლიათ განმარტოთ სოდომის და გომორას შესახებ იგავი რის შესახებ არის? 

რუსუდან გოცირიძე:

სოდომისა და გომორის ცოდვად როცა მოიხსენიებენ ჰომოსექსუალობას, ეს სრულებითაც არ არის ასე. ეს არის მეტად ბრუტალური ისტორია, სადაც ძალმომრეობაზე, აღვირახსნილობაზე, სტუმრის უპატივცემულობაზეა საუბარი. სადაც, ლოტთან მყოფ სტუმრებს ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, თავისი სექსუალური ვნებების დასაკმაყოფილებლად, რაზეც ლოტი, მათ თავის ქალწულ ქალიშვილებს სთავაზობს. სწორედ ამ განუკითხაობისა და აღვირახსნილობისთვის ისჯება ეს ქალაქი და ძნელია ამ ისტორიაში, მთავარ პრობლემად ჰომოსექსუალობა წამოწიო.

სოდომისა და გომორას განადგურების მიზეზი, ადამიანური უსიყვარულობა, ძალადობა და სიძულვილი იყო. ეს არც 21-ე საუკუნის ინტერპრეტაციაა და არც ჩემი, ამას თავად სახარება განმარტავს. სოდომისა და გომორას ამბავი მოტანილია, როგორც ღვთის სიტყვის მიუღებლობის სიმბოლო. იესო თავის მოციქულებს ეუბნება: ,,წადით და იქადაგეთ სახარება, სიყვარული, შერიგება, ცოდვების მიტევება და სადაც შეხვალთ თუ ის ოჯახი არ მიგიღებთ, გამოდით იმ ოჯახიდან, დაიბერტყეთ მტვერი და მათთვის ისეთივე იქნება სამსჯავრო, როგორც სოდომისა და გომორასი. ,,ეს მიზანმიმართული ვნებაა, რომ რაღაცაში დაინახო ის, რაც არ არის, ან ის, მეორეხარისხოვანი ანარეკლი, რომელიც შემდეგ მთავარ ამბად იქცევა.

რელიგიის სახელით, ამათუიმ ქმედების აკრძლვა მარტივია, რადგან ქმედება ჩანს და ის დასჯადია. ქრისტე კი გვეუბნება, მთვარია ვინ ხარ შიგნით, რას განიცდი მეორე ადამიანის მიმართ, რა ბედნიერება ტრიალებს შენს გულში. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა. ჰომოსექსუალი ადამიანები ისეთივე მემკვიდრეები არიან ადამისა და ევასი, როგორც სხვა დანარჩენი. უფრო მეტიც, ღმერთმა ადამი და ევა კი არ შექმნა, ღმერთმა ქალი და კაცი კი არ შექმნა, როგორც ჩვენ ხშირად ვამბობთ, ჯერ ადამი შექმნა და შემდეგ მისი ნეკნისგან წარმოქმნა ევა. ეს ასე არ მომხდარა. ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელიც თავის თავში ქალურ და მამაკაცურ საწყისებს აერთიანებდა. ეს არ შეიძლება ბიოლოგიისა და ორგანოების დონეზე დავიყვანოთ. შესაქმეს ამბავი, არ არის სახელმძღვანელოს ტექსტი, ის სიმბოლოებითაა დატვირთული და თუ ამას მართლა ბიოლოგიის საკითხებამდე დავიყვანთ, მას ძალაც და შინაარსიც ეკარგება.

ღმერთმა შექმნა ადამიანი და რადგან ის თავისთავში მარტოობას განიცდიდა, მას გვერდით დაუყენა არა სხვა ტიპის არსება, არამედ თვისი მსგავსი, ტოლი და სწორი. ნეკნის ამბავს, რომელსაც ქალის დამამცირებლად იყენებს პატრიარქალური კულტურა, სულაც არ გულისხმობს ქალის დაკნინებას, პირიქით, ამითი ღმერთი ამბობს, რომ ერთი სულისა და ერთი ხორცისგან შეიქმნა, ორი თანასწორი არსება. რადგან ადამში გაერთიანებული იყო ორივე და მანამდე რაც იყო, არც ადამი იყო ცალკე და არც ევა. ფაქტობრივად ამ გამოცალცალკევების ამბავი არის არა ევას დაბადება, არამედ ადამის დაბადებაც. ისეთი ადამისა, როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ. უფრო ღრმად თუ ჩავყვებით, აქ თეოლოგიური საიდუმლოებაც იკვეთება, ღმერთი საკუთარ თავში აერთიანებს დედასაც და მამასაც, ქალსაც და კაცსაც.

მამა ღმერთი, კაცი კი არ არის, ის არის ერთი მთლიანი და ამისი დანაწევრება ამარტივებს ღმერთის აღქმას. დიახ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და ამ დედამიწაზე ვინც კი დაბადებულა რანაირი განსხვავებულობაც არ უნდა ჰქონოდათ, მათ მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანი ვართ იმ ქმნილების მემკვიდრეები, რომელზეც დაბადების წიგნი გვიამბობს.

წინა

მე მქვია ჩაველა ვარგასი

შემდეგი

საზოგადოების ტიპები და გენდერული ჩაგვრა

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook5Tweet0Shares5 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook16Tweet0Shares16 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook29Tweet0Shares29 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook26Tweet0Shares26 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook13Tweet0Shares13 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,