გერმანია ნაცისტური რეჟიმის შედეგების კომპენსირებას დღემდე ცდილობს

ლგბტქ+ ადამიანებს, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის დროიდან მოქმედი ანტი-გეი კანონის საფუძველზე იდევნებოდნენ, გერმანიის სახელმწიფო გარკვეული რაოდენობის ფულად კომპენსაციას მისცემს. კანონი გერმანიაში 1871 წლიდან 1994 წლამდე მოქმედებდა და ამ კანონის მიხედვით, მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირი კრიმინალიზებული იყო.

გერმანიის იუსტიციის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპენსაცია 317 – მა პირმა მოითხოვა. 249 ადამიანის მოთხოვნა უკვე ანაზღაურებულია, დარჩენილი – განიხილება ან უარყოფილია გარკვეული მიზეზების გამო. კომპენსაციის მოთხოვნაზე საჩივრების შეტანა 2022 წლის 21 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც Associated Press წერს, ანაზღაურება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამხელა ზიანი მიადგა დაზარალებულს. ზიანი კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ეჭვმიტანილად ცნობა, გამოძიების პერიოდში ლოდინი, პატიმრობაში ყოფნის წლები და ა.შ. ასევე, განიხილება ისიც, რომ ფულადი ანაზღაურება დაწესდეს იმ პირებისთვის, რომელთაც მიადგათ ფსიქიკური ზიანი ან ხელი შეეშალათ დასაქმებისას.

გერმანიაში ე.წ. ,,175-ე პარაგრაფი” პირველად 1871 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამოქმედდა მეფე ვილჰელმ I-ის მიერ, როდესაც 1933 წელს ადოლფ ჰიტლერმა ძალაუფლება მიიღო, სისხლის სამართლის კოდექსმა დაგმო ,,არაბუნებრივი სქესობრივი ქმედება მამრობითი სქესის პირებს შორის” და ჰომოსექსუალობა ზოოფილიას გაუთანაბრა. აღნიშნული ,,ქმედება” ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთითა და სამოქალაქო უფლებების დაკარგვით. 1935 წელს ნაცისტებმა გადახედეს 175-ე პარაგრაფს და კიდევ უფრო გაამკაცრეს ის, რათა ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილებიც კი კანონის ძალით დასჯილიყვნენ – ორ მამაკაცს შორის სექსუალური მიმართვა ან ,,სექსუალურად დამაფიქრებელი მზერაც” შეიძლება დაკავების მიზეზი გამხდარიყო. კანონის თანახმად, მამაკაცები კასტრირებულიც კი იყვნენ.

მთელი თავისი რეჟიმის განმავლობაში, ნაცისტური პარტია ცდილობდა, გაეუქმებინა ლგბტქ+ კულტურის ყველა ჩანასახი გერმანიაში, რომელიც მიუხედავად სამართლებრივი რეპრესიებისა, 1920-იანი წლების ვაიმარის ეპოქაში აყვავდა. ნაცისტებმა ჩაკლეს ბერლინის გეი ღამის ცხოვრება და დაწვეს მაგნუს ჰირშფელდის წიგნები. მაგნუს ჰირშფელდი გერმანელი სექსოლოგი იყო, რომელიც სექსუალური უმცირესობების შესახებ კვლევებს ატარებდა. ბევრი ჰომოსექსუალი მამაკაცი და ისინიც, ვისთან დაკავაშირებითაც ვარაუდობდნენ, რომ გეი იყო, საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს.

175-ე პარაგრაფი მოქმედებდა მანამ, სანამ დასავლეთ გერმანიამ 1969 წელს არ მოახდინა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, თუმცა 1994 წლამდე ჩანაწერი არ გამქრალა. 2000 წელს გერმანიის მთავრობამ გამოსცა რეზოლუცია და გამოხატა სინანული, რომ კანონი აქამდე არ იყო გაუქმებული. 2017 წელს გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ გააუქმა ათასობით მსხვერპლის შესახებ განაჩენი, რომლებიც დევნილნი იყვნენ 175-ე პარაგრაფის საფუძველზე და თქვა, რომ მსჯავრდებულებს კომპენსაციის მიღებაც შეეძლოთ.

გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ლგბტქ+ ადამიანების ზიანის კომპენსირებას ცდილობს, მსგავსი ნაბიჯი ბრიტანეთმა და კანადამაც გადადგეს 2017 წელს.

წყარო: them.us

წინა

გეი მღვდელი ჰეტეროსექსუალი წყვილების დაქორწინებაზე უარს ამბობს და ეკლესიას ჰომოფობიის დაძლევას სთხოვს

შემდეგი

დროა, ტრანსგენდერების სპორტში ყოფნა ნორმალიზდეს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების