„როცა რაღაცას გულით აკეთებ, გრძნობ, შენში ბედნიერების მდინარე მოედინება“ – რუმი
მრავალი არტისტისთვის შემოქმედებით პროცესს ბედნიერების მდინარე მოჰყავს და ეს კარგად იცის დანიელ დემატეომ. ის მწერალი, კომპოზიტორი და ციფრული ორკესტრირების ექსპერტია. მისი შოუები ბროდვეიზე იდგმებოდა, მისი ნაწარმოები კი იყო ჩიკაგოს 2017 წლის ჯილდოზე იყო ნომინირებული, 2021 წელს ბრუკლინის სამხატვრო გაერთიანების გრანტი მიიღო ნაწარმოებისთვის „დედოფალი ანა“. სულ რაღაც 23 წლის იყო, როდესაც დააარსა არამომგებიანი ორგანიზაცია SheNYC Arts, რომელიც ქალებსა და არაბინარულ ხელოვანებს ეხმარება.
დანიელ დემატეომ საკუთარ თავზე გამოსცადა ის ბარიერები და დაბრკოლებები, რომელიც ხელოვნების ინდუსტრიაში ქალებს ხვდებათ და კარგად იცის, რა შრომის ფასად შეძლო ბროდვეიზე მოხვედრა. ბევრი ქალი, სამწუხაროდ, ბარიერების გადალახვას ვერ ახერხებს.
SheNYC Arts ეხმარება როგორც მსახიობებს, ასევე პროდუსერებს, რეჟისორებს, პერფორმერებსა და ხელოვნების სფეროს სტუდენტებსაც. მათი შოუები მრავალ ქვეყანაში დიდი წარმატებით მიმდინარეობს. რაც მთავარია, საჯაროდ ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც მარგინალიზებული არიან და ხშირად, უკანა პლანზე აქვთ ადგილი მიჩენილი.
წყარო: forbes.com