ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი არცერთი პარამეტრით არ ჯდება ქვეყნის დიდ ნაციონალურ სურათსა და ნარატივში. რეგიონში ყოველწლიურად არის წყალდიდობა, ლტოლვილების კრიზისი, რომელიც მედიისგან ხშირად იგნორირებულია. მოქალაქეები ხდებიან რასობრივი შეურაცხყოფისა და დანაშაულის სამიზნე იმ მიზეზის საფუძველზე, რომ „არ გამოიყურებიან როგორც ინდოელი“.
ახლა კი, წარმოიდგინეთ აღნიშნულ რეგიონში პირველი საფეხურთო გუნდი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ასევე, გუნდი აქტიურად მონაწილეობს ქვიარ ოლიმპიადაზე და ადგილობრივ საფეხბურთო თამაშებში.
ტრანს საფეხბურთო გუნდის ორგანიზატორია სადამ ჰანჯაბამი, რომელიც ასევე ორგანიზაცია Ya-All -ის დამფუძნებელია. აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის შემცირებასა და აღმოფხვრაზე და ასევე, ატარებს უფასო ვორქშოფებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით.
ცოტა ხნის წინ დაარსებულმა ქვიარ საფეხბურთმო გუნდმა არა მხოლოდ საშუალება მისცა ტრანს ადამიანებს ჩართულიყვნენ სპორტში და გამოეხატათ საკუთარი თავი, არამედ რამოდენიმე ოლიმპიელი ჩემპიონიც წარმოშვა.
ჰანჯაბამმა ტრანს საფეხბურთო გუნდი მანიპურში 2018 წელს დაარსა. იგი ხედავდა, როგორ სჭირდებოდა ქვიარ ადამიანებს უსაფრთხო ადგილი, სადაც შეძლებდნენ ვარჯიშსა და სოცაილიზაციას. თავიდან გუნდში რამოდენიმე ადამიანი გაწვრიანდა, რომლთაგან ზოგი სილამაზის სალონში მუშაობდა, ზოგიც სტუდენტი იყო. დღეს გუნდს ათეულობით წევრი ყავს, რომლების შეჯიბრებში ასპარეზობენ. „ჩვენ არ ვართ პროფესიონალი სპორტსმენები“ – ამბობს გუნდის კაპიტანი, 26 წლის მილერ ხუმანი.- „ჩვენ ყველა სხვადასხვა გარემოდან ვართ, ვისაც ფეხბურთის სიყვარული გვაერთიანებს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველა ტრანსგენდერი კაცები ვართ, ძალიან კომფორტულია. ის ადამიანები, ვინც ადრე შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ახლა გვგულშემატკივრობენ და გვამხნევებენ შეჯიბრების დროს“.
ტრანს საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბების იდეა ერთ-ერთი სპორტული კარნავალის შედეგად გაჩნდა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მანიპურში. ფესტივალში აქტიური მონაწილეობა მხოლოდ ქალებსა და კაცებს შეეძლოთ. ტრანს ადამიანები დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ გასართობ ღონისძიებებში, საცეკვაო ნომრებში მონაწილეობის მისაღებად. „თუ ტრანს კაცს სურდა სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა, მას ეს არ შეეძლო. ეს დისკრიმინაცია უნდა დასრულებულიყო“ – ამბობს ჰანჯაბამი.
დღეს არაერთი ახალგაზრდა ტრანსი შედის საფეხბურთო გუნდის შემადგენლობაში, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნმობენ და მთელი გულით თამაშობენ. „დედაჩემს სურდა, რომ მე გოგო ვყოფილიყავი, მამაჩემი კი ისე მიყურებდა, როგორც ბიჭ შვილს, რომელიც არასდროს ჰყოლია. მე კი თავს ვგრძნობდი ცოცხალ ადამიანად, როცა თმას მოკლედ მჭრიდა (მამა) და შარვლის ჩაცმას ნებას მაძლევდა“ – ამბობს გუნდის ახალგაზრდა წევრი. ბევრი ქვიარისთვის საფეხბურთო გუნდი ერთგვარი გადარჩენისა და თვითგამოხატვის საშუალება აღმოჩნდა. „როდესაც სუიციდის მცდელობის შემდეგ გამოვკეთდი, გადავწყვიტე მანიპურში ჩამოვსულიყავი და გუნდში მეთამაშა. მინდა ყველასთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან.“
მანიპური საკმაოდ კონსერვატიული რეგიონია, სადაც ვერ ხერხდება პრაიდის ჩატარება და დროშების გაშლა, მაგრამ ვერავინ უშლის ტრანს ფეხბურთელებს, ითამაშონ გარეთ, ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ არც ლგბტ სიმბოლიკა არსად ჩანს და არც დროშა ფრიალებს, ღიად ტრანს საფეხბურთო გუნდის თამაში უაღრესად პლიტიკური აქტია და შეუფასებელი გამოცდილებაა ტრანს ადამიანებისთვის. ქვიარ გუნდი წერს ახალ ისტორიას ინდოეთის ფეხბურთის ისტორიაში.
წყარო: them.us