მაისი 2023 - Page 7

ცნობილი ინფლუენსერი, მარკ ბრაიანი ბოდიშს უხდის ქვიარებს

მარკ ბრაიანი ცნობილია, როგორც სისგენდერი კაცი, რომელიც ირგებს კაბებსა და ქუსლიან ფეხსაცმელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მის თქმით, ტანსაცმელი არ განსაზღვრავს მის გენდერულ იდენტობასა  და სექსუალურ ორიენტაციას. ინფლუენსერის მიმართ ჰომოფობიური განცხადებების საპასუხოდ მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის ქვიარი და მოსწონს კაბებისა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა. მისმა ერთ-ერთმა ბოლო განცხადებამ კი ლგბტქი თემში  უკმაყოფილება გამოიწვია. 

“ქვიარებმა ჩემი ცხოვრება გაართულეს, რადგან ყველას გეი ვგონივარ. მე ძალიან მომწონს ის ტანისამოსი, რაც მაცვია და არ მინდა, ჩემი ჩაცმულობა დაკავშირებული იყოს  სექსუალურ ორიენტაციასთან”  – მარკ ბრაიანის აღნიშნული განცხადების შემდეგ, ქვიარების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, ზოგმა ის ჰომოფობიაშიც დაადანაშაულა.

“მე არ ვარ ჰომოფობი და ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემი განცხადება არასწორად იქნა გაგებული, რადგან არასათანადო სიტყვები გამოვიყენე. ვცდილობ გავმიჯნო ჩემი თავი ლგბტქი თემისგან, რადგან მე ვარ სისგენდერი კაცი, რომელსაც უყვარს კაბებისა და ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა. ჩემთვის რთულია იმის მიტანა საზოგადოებამდე, რომ ჩაცმლობა არ უნდა გასაზღვრავდეს გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას.” – ამბობს ინფლუენსერი. ასევე მიიჩნევს, რომ ქვიარები ზედმეტად ცდილობენ თავისი სტილითა და ჩაცმულობით ყურადღების მიქცევას, რაც ართულებს მათ ცხოვრებას. 

მარკ ბრაიანს არაერთხელ შეახსენეს, რომ ლქბტქი ადამიანებთან გამიჯვნისას, კარგი იქნებოდა, ისტორიული ფაქტების გახსენება, რადგან ქვიარები წლების განმავლობაში იბრძვიან გენდერულად არაკომფორმული ჩაცმულობის ნორმალიზებისთვის. ასევე, ქვიარების დადანაშაულება, რომ ისინი ართულებენ საკუთარ და სხვის ცხოვრებას და ამავედროს, მათი წლების ბრძოლის შედეგად მიღწული შედეგების გამოყენება მის (ინფლუენსერის) სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია კონტექსტის ცოდნა და გათვალისწინება. 

 

წყარო:https://www.thepinknews.com/2022/11/07/mark-bryan-straight-influencer-beyond-fashion-apology/?_gl=1*107v4v*_up*MQ..*_ga*NDYzMTU5MzcwLjE2ODI4NDg4MDE.*_ga_BX9CRJ4BBP*MTY4Mjg0ODgwMS4xLjEuMTY4Mjg0ODkwMS4wLjAuMA..