as they march during the annual Gay Pride Parade in Sao Paulo, Brazil, Sunday, June 18, 2017. (AP Photo/Nelson Antoine)

8 ყველაზე საშიში ქვეყანა LGBT+ ადამიანებისთვის

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს 71 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა კანონით აკრძალულია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე მმართველობის სასტიკ ფორმებს ეწირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური მონაცემები და კვლევები, რომელიც ჰომოფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებს აღრიცხავს, რთულია ზუსტი სურათის დახატვა, რომელი ქვეყნები არიან გამორჩეულად სასტიკები LGBT+ თემის მიმართ.

წარმოგიდგენთ 8 ქვეყანას, რომელიც განსაკუთრებით საშიშია LGBT+ ადამიანებისთვის.

1. ნიგერია

ფოტო: CNN

აფრიკის გულში მდებარე ნიგერია, სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად არის მიჩნეული. ნიგერიაში ჰომოსექსუალობა დასჯადია და 14-წლიან პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. LGBT+ უფლებებზე უბრალო დისკუსიც კი მკაცრად არის კონტროლირებული სახელმწიფოს მიერ.

2. კატარი

Photo: AP

ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა კატარი ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა, სადაც შარიათის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი სახის ჰომოსექსუალური აქტი ითვალისწინებს პატიმრობას, გაროზგვასა და სიკვდილით დასჯას. კატარის სახელმწიფო დიდ იმედს ამყარებს 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო თასის ჩემპიონატზე, რომელმაც ტურისტების რაოდენობა უნდა გაზარდოს, სწორედ ამიტომ, აქტივისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ქვეყანა გადახედავდა თავის მკაცრ კანონებს, თუმცა კატარის მმართველი ძალა პოზიციას არ ცვლის.

3. საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც ასევე იყენებს შარიათის კანონების თავის ინტერპრეტაციას და სიკვდილით სჯის LGBTQI ადამიანებს. საუდის არაბეთი მტრულად არის განწყობილი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მათი კანონის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც ”იქცევა ქალივით”, 100 შოლტს იღებს და ქვეყნიდან აძევებენ.

4. ტანზანია

ფოტო: Getty

აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ეს ქვეყანა, სერენგეტის ნაციონალური პარკისა და კილიმანჯაროს მთის დამსახურებით, მილიონობით ტურისტს იზიდავს, თუმცა სახელმწიფოს დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ მკვეთრად ჰომოფობიურია. 2015 წელს სახელმწიფოს ლიდერმა უამრავი ამომრჩევლის გული სწორედ ჰომოფობიური დაპირებებით მოიგო და ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა LGBT საზოგადოებასა და ქალებს.

5. ირანი

ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი LGBT+ ადამიანებისთვის ირანია, სადაც 1979 წლის შემდეგ, 5000-ზე მეტი გეი და ლესბოსელი სიკვდილით დაისაჯა. ქვეყნის კანონმდებლობა მამებსა და ბაბუებს ანიჭებს უფლებას, მოკლას შვილი იმ შემთხვევაში, თუ ის ჰომოსექსუალია.

საერთაშორისო ორგანიზაცია Society for Human Rights-ის მიხედვით, LGBT+ საზოგადოების მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება ისლამურ ირანში წარმოუდგენელია.

6. უგანდა

ადამიანების რიცხვი, რომლებიც ტოვებენ თავიანთ სამშობლოს და სხვა ქვეყანას აფარებენ თავს ლტოლვილის სტატუსით, კიდევ ერთი ეფექტური საზომია, ქვეყანაში ჰომოფობიური დონის განსასაზღვრად. 2014-2016 წლის მონაცემებით, უგანდა 1800-ზე მეტმა LGBT+ ადამიანმა დატოვა.

ეს გასაკვირი არც არის, თუ გადავხედავთ ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს – 2014 წელს უგანდის სახელმწიფომ წარადგინა ანტი-ჰომოსექსუალური კანონი, რომელიც ითვალისწინებდა LGBT პირების სიკვდილით დასჯას, რასაც მალევე მოჰყვა საგაზეთო სტატია -”ტოპ 200 ჰომოსექსუალი უგანდაში”.

7. რუსეთი

:

კიდევ ერთი ჰომოფობიური სახელმწიფო რუსეთია, სადაც 2013 წლის შემდეგ მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ”არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” პროპაგანდას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, საჯარო შეკრებას, LGBT+ უფლებებზე საუბარსა და ნებისმიერი LGBT სიმბოლიკის გამოყენებას.

სხვადასხვა ჯგუფებს ქვეყანაში ასევე აეკრძალათ ”ღირსების მარშის” ჩატარება, თუმცა სახელმწიფო მწვანე შუქს უნთებს ნაციონალურ სატელევიზიო არხს, რომელიც სასტიკად უსწორდება გეი მამაკაცებს და მათი წამების კადრებს ონლაინ სივრცეში განათავსებს.

8. ეგვიპტე

ეგვიპტე განსაკუთრებით მკაცრია გეი მამაკაცებისა და ტრანსგენდერების მიმართ, 2013-2017 წლებში ქვეყანაში 500-მდე გეი მამაკაცი აღმოჩნდა ციხეში და დაიწყო LGBT+ საზოგადოების მასობრივი დევნა.

ბევრი ადგილი და გაცნობის აპლიკაცია უსაფრთხო აღარ არის გეი მამაკაცებისთვის. 2014 წლიდან ამერიკული გაცნობის აპლიკაცია Grinder ეგვიპტის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყვნენ აპლიკაციის გამოყენების დროს, რადგან ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა აპლიკაციის საშუალებით, პოლიციის თანამშრომლები მახეს უგებენ გეი მამაკაცებს. ასევე ცნობილია, რომ რეიდების დროს, პოლიცია უკავშირდება სხვადასხვა არხის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რათა გადაიღონ ჰომოსექსუალი ადამიანების დაპატიმრების კადრები.

წინა

ტრანსგენდერმა ფეხბურთელმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

შემდეგი

თესალონიკი – “ლესბოსი 2021” 

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი