კანადელმა ფეხბურთელმა ქუინმა ისტორია შექმნა და როგორც პირველმა ღიად ტრანსგენდერმა სპორტსმენმა, ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
კანადის გუნდის გამარჯვებით, ქუინი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი ოლიმპიური მედლის მფლობელი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. მან ქამინგაუთი 2020 წელს გააკეთა და ინსტაგრამის გვერდზე დაწერა: ‘’ქამინგაუთი რთულია (და ასეც არის)… ყოველთვის მაინტერესებდა, როდის გამოვიდოდი საჯაროდ. მინდოდა, ერთ პოსტში ჩამეტია ის გრძნობები, რაც მქონდა ჩემი ტრანს იდენტობის მიმართ. მინდა, ხილული ვიყო ქვიარ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ მათთნაირ ადამიანებს.’’
ქუინს მიენიჭა 2020 GAY TIMES ღირსების ჯილდო.
‘’ეს ძალიან დიდი პატივია. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის ის, რაც ვარ და ვთამაშობ სპორტს, რომელიც მიყვარს’’ – ამბობს ქუინი. ‘’ვგრძნობ, რომ ბევრს ვაკეთებ ქვიარ ადამიანებისთვის, თუმცა მეც მათნაირი გზა გავიარე, ამ წერტილამდე რომ მოვსულოყავი და მე მაქვს პრივილეგია, გამოვიყენო სპორტული პლატფორმა, რათა ბევრ ქვიარს მივაწვდინო ხმა.’’