ნეტგაზეთი
ნეტგაზეთი
/

ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობენ – რას ითხოვენ ისინი

9-დღიანი პროტესტის შემდეგ ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ღირსეული ანაზღაურება და ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა და მათი პროტესტი გაგრძელდა.

მაღაროელებს ჯამში 14 მოთხოვნა აქვთ. სიას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს. ისინი ითხოვენ:

  1. ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
  2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი);
  3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება);
  4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
  6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
  7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
  8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება);
  9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
  10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
  11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
  12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
  13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
  14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

ჯორჯიან მანგანეზში კი ამბობენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობებს, კერძოდ, ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

 

წინა

ქართული ოცნება ჰომოფობიურ კამპანიას აგრძელებს, ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან

შემდეგი

“15 წლის გოგოსთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, მან თავი მოიკლა” – პოლიციამ 1 პირი დააკავა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი