USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა სამოქალაქო აქტივისტებისთვის 5-დღიან სასწავლო კურსს ატარებს, რომელიც მონაწილეებს არაძალადობრივი პროტესტის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მიდგომებს გააცნობს.
სასწავლო კურსი, რომელიც 26-30 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება, იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც საკუთარ თემში ან რეგიონში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ცვლილებებზე უკვე მუშაობს, თანამოაზრეებს ეძებს, ახალი ცოდნის მიღებისა და გავრცელების სურვილი აქვს.
„ხუთდღიანი კურსის პროცესში მონაწილეები შეიმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებს და კურსის შემდგომ მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განხორციელების ან/და ტრენინგზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად“, — ნათქვამია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
5-დღიანი ასწავლო კურსის თემების სრული ჩამონათვალი ასეთია:
- საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მკაფიო მომავლის ხედვაზე მუშაობა;
- საზოგადოებაში ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოკვლენა;
- სამოქალაქო მორჩილება, სამოქალაქო მორჩილების განსხვავებული ფორმებისა და გზების ანალიზი;
- ცვლილების მექანიზმები – როგორ დავარწმუნოთ ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
- მიზანმიმართული კომუნიკაცია – ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების და სხვა.
სასწავლო კურსს ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სერბული ორგანიზაციის, CANVAS-ის, გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრის ტრენერები გაუძღვებიან.
პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ სამოქალაქო აქტივისტები, რომელთაც აქვთ:
- სამოქალაქო აქტივიზმის/სამოქალაქო ინიციატივების ინიციირებისა და განხორციელების გამოცდილება სათემო, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ბოლო სამი წლის განმავლობაში;
- კონკრეტულ პრობლემაზე/გამოწვევაზე მუშაობის სურვილი;
- ახალი ცოდნის მიღების და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მოტივაცია;
- სხვა რეგიონებში და განსხვავებულ თემებზე მომუშავე სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ინტერესი.
თუ თანამოაზრეებთან დაკავშირება, მომიჯნავე მიმართულებით მომუშავე აქტივისტთა გამოცდილების გაზიარება, საქმიანობისთვის ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება გსურთ, 6 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected] – რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ან ვიდეო უნდა გაგზავნოთ, სადაც ისაუბრებთ:
- რატომ ხართ დაინტერესებული ამ სასწავლო კურსით?
- რა არის ის გამოწვევა/პრობლემა თქვენს თემში/ქალაქში/რეგიონში/ქვეყანაში, რაზეც ახლა მუშაობთ და სასწავლო კურსის გავლის შემდეგაც გააგრძელებთ მუშაობას?
- ამ სასწავლო კურსის თემებიდან რომლის ცოდნა დაგეხმარებათ ყველაზე მეტად თქვენი ინიციატივის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში?
რეგიონში მცხოვრები აქტივისტების თბილისამდე ტრანსპორტირებასა და განთავსების ხარჯებს პროგრამის ორგანიზატორები დაფარავენ.