24 თებერვალს რუსული ჯარი თავს დაესხა უკრაინას და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამ დღის შემდეგ არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს:
ჯარედ ლეტო
To my friends and family in Ukraine – my heart breaks that this conflict has escalated in such a devastating way. Please take great care and be as safe as you can. Sending thoughts to you and your loved ones during this chaotic and disruptive time. pic.twitter.com/UXyu0lOzNa
— JARED LETO (@JaredLeto) February 25, 2022
“ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს უკრაინაში – გული მწყდება, რომ ეს კონფლიქტი ასე გამწვავდა, გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით, გიგზავნით ფიქრებს თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ამ ქაოტურ და დამანგრეველ დროში” – წერს ჯარედ ლეტო
Cardi B
Wish these world leaders stop tripping about power and really think about whose really getting affected (citizens) besides the whole world is in a crisis.War,sanctions,invasions should be the last thing these leaders should worry about. https://t.co/25qemEtzF9
— Cardi B (@iamcardib) February 22, 2022
“მინდა, რომ მსოფლიო ლიდერებმა დაამთავრონ სწრაფვა ძალაუფლებისკენ და დაფიქრდნენ, ვინ ზარალდება რეალურად ყველაზე მეტად (მოქალაქეები). ომი, სანქციები, შეჭრა – უნდა იყოს ბოლო, რაზეც ლიდერებმა უნდა ინერვიულონ” – Cardi B
შერი
NOW MUST HELP
UKRAINIAN Bros.& Sisters.
Dictators Through Out History Have Devoured Small Nations,& The More They Eat,The Hungrier They Get.I Lived Through Cold War,& Putin Cant Be Allowed 2 Devour Countries At Will.
If trump’s elected,Game Over.He❤️’s Putin,& What He’s Doing💪🏼— Cher (@cher) February 26, 2022
“ახლა უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ძმებს და დებს. ისტორიის განმავლობაში დიქტატორებმა შთანთქეს პატარა ერები და რაც უფრო მეტს ჭამენ, უფრო მშივრები არიან. მე ვიცხოვრე ცივი ომის პერიოდში. პუტინს არ უნდა მიეცეს ნება, რომ გადაყლაპოს ქვეყნები. თუ ტრამპს ავირჩევთ, თამაში წაგებულია. მას უყვარს პუტინი და რასაც ის აკეთებს.”
პენელოპა კრუზი
https://www.instagram.com/p/CaXwtfWLrio/?utm_source=ig_embed&ig_rid=da912c5a-8484-4d5a-9b5e-326b567a6746
Instagram-ის საშუალებით უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა ესპანელმა მსახიობმა, პენელოპა კრუზმა:
“ათასობით ბავშვი დღეს შუაღამეს აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ისინი არიან ჩვენი პრიორიტეტი. მათთვის უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცეცხლი შეწყდეს“.
რაიან რეინოლდსი
In 48 hours, countless Ukrainians were forced to flee their homes to neighboring countries. They need protection. When you donate, we’ll match it up to $1,000,000, creating double the support.⬇️ https://t.co/xCFL1Lptuw https://t.co/CHp48E1KLQ
— Ryan Reynolds (@VancityReynolds) February 26, 2022
რაიან რეინოლდსმა და ბლეიქ ლაივლიმ უკრაინის მხარდასაჭერად დონაციას მიმართეს.
“ბოლო 48 საათში ძალიან ბევრ უკრაინელს მოუწია სახლის დატოვება და მეზობელ ქვეყნებში გადასვლა. მათ სჭირდებათ დაცვა“ – წერს რაიან რეინოლდსი თავის თვითში.
ანჯელინა ჯოლი
https://www.instagram.com/p/CaX44naJXse/
“ბევრი თქვენგანის მსგავსად, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. ჩემი ყურადღება, @Refugees კოლეგებთან ერთად, მიემართება იმას, რომ ყველაფერი გაკეთდეს მათთვის, ვისაც საცხოვრებელი ადგილის დატოვება და გადაადგილება მოუწია.”
მარკ რუფალო
Sending love and good prayers to all innocent people of Ukraine and Russia and Europe who are caught up in this sad and corrosive moment of asymmetrical violence and destruction, especially the young people. You have done nothing to deserve this perversion and obscene spectacle.
— Mark Ruffalo (@MarkRuffalo) February 24, 2022
“ვუგზავნი სიყვარულს და ლოცვას უკრაინის, რუსეთის და ევროპის ყველა უდანაშაულო ხალხს, რომლებიც ასიმეტრიული ძალადობის და ნგრევის ამ სამწუხარო და დამღუპველ მომენტში არიან მოხვედრილი. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. თქვენ არ დაგიმსახურებიათ ეს გარყვნილება და უხამსი სანახაობა.”
სტივენ კინგი
I don't usually post pictures of myself, but today is an exception. pic.twitter.com/IvuiH3QVZv
— Stephen King (@StephenKing) February 28, 2022
“როგორც წესი, ჩემს ფოტოებს არ ვდებ ხოლმე, თუმცა დღეს გამონაკლისი დღეა”
მარგარეტ ეტვუდი
Oh you young kids! So inventive! https://t.co/h1RYPalkyn
— Margaret E Atwood (@MargaretAtwood) March 1, 2022
უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია „მხევლის წიგნის“ კანადელი ავტორი მარგარეტ ეტვუდი, რომელიც ბოლო დღეებში ხშირად ეხმაურება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. თავის ერთ-ერთ ბოლო თვითში 82 წლის მწერალი წერს:
“ოჰ, ახალგაზრდებო! ძალიან საზრიანია”
დემნა გვასალია
უკრაინაში განვითარებულ მოვლენას ეხმაურება ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელმაც ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა 2019 წლის კოლექციიდან.
https://www.instagram.com/p/CaeYexgoCJU/
მილა იოვოვიჩი
https://www.instagram.com/p/Caa-ZaJpOVj/
”გულგატეხილი და დამუნჯებული ვცდილობ, გავიაზრო ჩემს სამშობლოში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ჩემი ქვეყანა და ხალხი დაბომბეს. მეგობრები და ოჯახის წევრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. ამ საშინელების ყურებისას, ორად ვარ გახლეჩილი. ქვეყანა ნადგურდება. ოჯახები დევნილები ხდებიან, მთელი ცხოვრება მათ გარშემო დანახშირებულ ფრაგმენტებად იქცა. მახსოვს ომი მამაჩემის სამშობლოში, ყოფილ იუგოსლავიაში და ისტორიები ტერორზე და ტრამვებზე, რომლებიც მათ გამოსცადეს. ომი, ყოველთვის ომი. ლიდერები, რომლებსაც მშვიდობის დამყარება არ შეუძლიათ. დაუსრულებელი იმპერიალიზმი და ყოველთვის ხალხი, რომლებიც სისხლით და ცრემლით იხდის.”