//

შსს-ს თქმით, მიზანი იყო, რომ ფესტივალზე არავინ დაშავებულიყო და ეს შეასრულეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძეის განცხადებით, თბილისი პრაიდის ფესტივალზე მათი მიზანი იყო, რომ არავინ დაშავებული და “ეს დაცული იქნა”.

კუპატაძე ამტკიცებს, რომ კონტრაქციის მონაწილეების “ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა”.

“მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ასევე, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენლები, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ ამ კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებითა და გრუნტიანი გზებით მიეღწიეთ ლოკაციამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა.

ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყო [ხალხი]. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა”, – თქვა მან.

8 ივლისს უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

პრაიდის განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.

წინა

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

შემდეგი

დეგნანი: თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, თუ მოძალადეებს დააკავებენ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი