პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰომოფობიური მოტივით უცხოელებზე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომ ამ საკითხს რეგულაცია სჭირდება, ერთ-ერთ მიზეზად კი გამოყო, რომ არავინ იცის, სად მიჰყავთ ეს ბავშვები და რომ “შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ”.
“არავინ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს… არსებობს ინფორმაცია, შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა. ამით პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თავად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით გამოირჩევიან.