ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის.
წარმოგიდგენთ ფონდის ქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:
- იანვარში ფონდმა გამოაცხადა ახალი საგრანტო პროგრამა „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, რომ თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე თუ სხვა.
- ასევე, დაწყებულია ორგანიზაციის ღია კარის საგრანტო პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძალაშია.
- ქალთა ფონდმა დაიწყო ციფრული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების გაზრდისთვის ვიდეოების მომზადება, რომლებიც ძირითადად ფონდის გრანტისმიმღებებისთვის/
აქტივისტებისთვის იქნება განკუთვნილი. - 27 იანვარს ფონდის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკის შესახებ.
- 30 იანვარს ქალთა ფონდმა გამართა კონფერენცია გენდერული თანასწორობის შესახებ შრომით ურთიერთობებში, რომელზეც ორგანიზაციამ შეაჯამა 2022 წლის მიღწევები და გამოწვევები.
იხილეთ აგრეთვე: