ტესტი — რამდენად კარგად იცნობ ქვიარ ტერმინებს?
#1. რას ნიშნავს ადამიანის „გენდერული იდენტობა“?
გენდერული იდენტობა არის ადამიანის შინაგანი, პირადი გრძნობა, რომელიც ამა თუ იმ გენდერისადმი მიკუთვნებულობას ეხება. ის განსხვავდება ტერმინებისგან „სქესი“ და „გენდერი“.
#2. LGBTQIA-ში რას აღნიშნავს ასო A?
ლგბტქია-ში ასო „ა“ რამდენიმე ტერმინს აღნიშნავს:
- ასექსუალი — ადამიანი, რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ გრძნობს სექსუალურ მიზიდულობას სხვების მიმართ.
- აგენდერი — ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც გენდერის ან გენდერული იდენტობის არმქონე.
- არომანტიკული — ადამიანი, რომელიც არ გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას სხვების მიმართ.
#3. რას ნიშნავს ტერმინი „ინტერსექსი“?
ინტერსექსი არის ადამიანი, რომელიც სექსუალურ-რეპროდუქციული ანატომიის ვარიაციებით დაიბადა და აქვს სხვადასხვა სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ნიშნები.
#4. გენდერული იდენტობის კონტექსტში, რას ნიშნავს „არაბინარული“?
„არაბინარული“, იგივე „გენდერქვიარი“, არის ადამიანი, რომელიც ექსკლუზიურად „ქალად“ ან „კაცად“ არ იდენტიფიცირდება.
#5. რას ნიშნავს „პანსექსუალი“?
პანსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც სხვების მიმართ აქვს სექსუალური, რომანტიკული ან ემოციური მიზიდულობა განურჩევლად მათი სქესისა და გენდერული იდენტობისა.
#6. რას ნიშნავს „გენდერულად არაკონფორმული“?
გენდერულად არაკონფორმული არის ადამიანი, რომლის ქცევები და თვითგამოხატვაც არ ჯდება მასკულინურობისა და ფემინურობის გენდერული როლების ჩარჩოებში. გენდერულად არაკონფორმული ადამიანების ვიზუალი, ქცევა, ინტერესები და თვითგამოხატვის სხვა ფორმები შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რასაც მათ ტრადიციული გენდერული როლები აკისრებს.
#7. რას ნიშნავს „ქამინგაუთი“?
„ქამინგაუთი“ მოდის ინგლისური ტერმინიდან „Coming out“, რაც „გამოსვლას“ ნიშნავს. ის აღნიშნავს ქვიარ ადამიანის მიერ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის სხვებისთვის გაცხადებას.
#8. რას ნიშნავს „ტრანზიცია“?
ტრანზიცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი გენდერული პრეზენტაციისა და სქესობრივი მახასიათებლების ცვლილებას საკუთარი გენდერული იდენტობის შესაბამისად. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც სოციალურ და სამართლებრივ ცვლილებებს (მაგალითად, ოფიციალურ საბუთებში სქესის შეცვლას), ისე ჰორმონალურ თერაპიასა და გენდერის დადასტურების ოპერაციის გაკეთებას.
შედეგები
ყოჩაღ, კარგი შედეგია! ქვიარ ტერმინებში მშვენივრად ყოფილხარ განსწავლული
იქნებ ქვიარ დროშების გამოცნობაშიც გეცადა ძალა?
როგორც ჩანს, ქვიარ ტერმინოლოგიასთან შეხება ნაკლებად გქონია. იმედია, ეს ქვიზი ახალი ტერმინების სწავლაში დაგეხმარა
იქნებ ქვიარ დროშების გამოცნობაშიც გეცადა ძალა?