Vladimir Zivojinovic / Agence France-Presse / Getty Images

რუსეთის ლგბტქი საზოგადოება პოლიციის რეიდებისა და ცენზურის გამო ქვეყანას ტოვებს

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბუნდოვანი გახდა, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ქვიარ ადამიანები შიშობენ, რომ უკრაინის ომში წაგების „პასუხისმგებლობა“ მათ დაეკისრებათ ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დამცველებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ომის წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეებს. ისინი საზოგოდაოების ნომერ პირველი მტრები გახდებიან, რასაც კრემლი ათწლეულების მანძილზე ცდილობდა.

პროცესი უკვე დაწყებულია. სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული ლგბტქი ჯგუფის Coming Out-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრ ვორონოვი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უფლებადამცველებისა და ფემინისტი აქტივისტების სახლები და ოფისები დაარბია. ზოგ ადამიანს ქაღალდის ნაჭრების ტარების გამო აპატიმრებდნენ.

„რუსეთის სახელმწიფომ ომი უკვე წააგო. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთის არმია ვერაფერს აკლებს იმ პატარა ქვეყანას, რომელიც მათივე თქმით, სუსტი იყო. მთავარი არ არის მოგება ან წაგება. მთავარია, სად აღმოაჩენს ხელისუფლება წაგების მიზეზს: უფლებადამცველებში, „უცხოელ აგენტებში“, „ტრადიციული ღირებულებების“ მოღალატეებსა და ყველაში, ვინც ომის წინააღმდეგი იყო. წაგების პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრება“ – აღნიშნა ვორონოვმა.

იმის შიშით, თუ რა მოხდება მომავალში, ორგანიზაციის თანამშრომლები უსაფრთხოებისათვის საზღვარგარეთ მიდიან. ისინი მუშაობას, ხალხის სერვისებით დახმარებასა და ადვოკატირებას ონლაინ რეჟიმში გააგრძელენ.

„ვშიშობ, რომ რუსეთში მუშაობის გაგრძელება ციხეში მოხვედრის გზაა“ – ამბობს ის.

პუტინმა 22-წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე სიტყვის თავისუფლებასა და პრესის თავისუფლებას ამ პერიოდში უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. ახალმა კანონებმა სოციალური მედიის ძირითად სერვისებზე წვდომა დაბლოკა, ხოლო საზოგდაოებრივი ოპოზიცია, ან დამოუკიდებელი ახალი ამბები სისხლისღვრის შესახებ ფაქტობრივად კრიმინალიზებული გახდა. ზოგიერთი რუსული გამოცემა დასჯის შიშით დაიხურა, რის გამოც რუსებს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ინფორმაცია რჩებათ. ომის „ომად“ წოდებაც კი დანაშაულად ითვლება. კვირების მანძილზე კრემლი მტკიცედ რჩებოდა თავის პოზიციაზე და ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებდა.

„საკმაოდ ადვილია გაჭირვებული ადამიანების კონტროლი, რომლებსაც დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა არ აქვთ და ხედავენ მხოლოდ იმას, რაც სახელწიფოს პროპაგანდას სურს. რუსი ხალხის უმეტესობა ვერ იაზრებს კატასტროფას, რომელიც ხდება. ისინი არ ფიქრობენ პოლიტიკურ საკითხებზე. მათ აინტერესებთ რა ჭამონ, როგორ გადაიხადონ ბინის ქირა და ა.შ. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ბოლო 20 წლის განმავლობაში“.

Coming Out-მა, რომელიც იურიდიულ მხარდაჭერას უწევს ქვიარ რუსებს, შეამჩნია ადამიანების გაზრდილი რაოდენობა, რომლებიც ემიგრაციაში წასასვლელად დახმარებას საჭიროებენ. ზოგი იძულებით სამხედრო გაწვევას, ზოგი კი, გაჭირვებულ ცხოვრებას გაურბის. ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ლგბტქი რუსები ძალიან დაუცველები არიან – იღებენ ნაკლებ შემოსავალს, უფრო ხშირად განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და მათ მიმართ ძალადობის მაჩვენებიც უფრო მაღალია.

„დღეს რუსეთში ახალი ეპოქა დგება: ბნელი და ღარიბი და არ ჩანს, რომ ამ ეპოქაში ლგბტქი ადამიანების ცხოვრება უფრო ადვილი იქნება. ეს უმეტესობას ესმის. რუსულ სახელმწიფოს მუდმივად სჭირდება მტრების ძებნა. სწორედ ეს მტრები არიან უფლებადამცველები, ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები, პოლიტიკური ოპოზიცია, დასავლეთი. ამის მიუხედავად, როდესაც პუტინის რუსეთს სხვები მტრად აღიქვამენ, მსოფლიოს გაერთიანების იმედი მაქვს. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ მალე უკრაინაში ყველაფერი მშვიდობიანად იქნება“ – ამბობს ალექსანდრ ვორონოვი.

 


 

წყარო: Pink News

წინა

Stream for Pride – Tbilisi Pride-ის წამოწყება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

შემდეგი

ყველაფერი, რაც ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,