Cornelia Li

ყველაფერი, რაც ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე ყოველ 31 მარტს აღინიშნება და ტრანსგენდერი საზოგადოების გაძლიერებასა და მიღწევებს ეძღვნება. ამ დღეს ვზეიმობთ ტრანსგენდერი ადამიანების არსებობას ჩვენ შორის და ვცდილობთ, გავზარდოთ ცნობიერება მათი პრობლემების შესახებ , ასევე, ვიბრძოლოთ მათი უფლებების უფრო მეტად დასაცავად. ამ მოწყვლად ჯგუფს სჭირდება გაძლიერება – მით უფრო, რომ ნამდვილად იმსახურებს. მოდით, ყველა მხარდამხარ შევუერთდეთ ამ ზეიმს და ნუ გავჩუმდებით მაშინ, როცა ხმის ამოღებაა საჭირო.

 


 

ტრანსგენდერების ხილვადობის დღის ისტორია

ტრანსგენდერი საზოგადოება მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ დისკრიმინაციას განიცდის. სამუშაო ადგილებზე, სკოლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უზარმაზარ წნეხსა და უთანასწორო გარემოში უწევთ ცხოვრება მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებულებად დაიბადნენ და „ცოდვილებად“ აღიქმებიან.

ეს დღე 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ტრანსგენდერმა აქტივისტმა რეიჩელ კრენდალმა დააარსა იმისთვის, რომ აემაღლებინა ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა წარმოუდგენელ დისკრიმინაციას აწყდებიან ტრანსგენდერი ადამიანები ყველა კუთხეში. ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის დაარსების აუცილებლობა მიუთითებს იმ ჩაგვრაზე, რომელსაც ტრანსგენდერები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განიცდიან. კრენდალი აღნიშნავდა, რომ ერთადერთი დღე, რომლის ცენტრიც ტრანსგენდერი საზოგადოებაა, იყო ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე იმ ადამიანების მოსაგონებლად, რომელთა სიცოცხლეც მათ გენდერულ კუთვნილებას შეეწირა, ხოლო ცოცხალი ტრანსგენდერი ადამიანების გამამხნევებელი დღე არ არსებობდა.

ამიტომ, ყოველწლლიურად, 31 მარტს, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს, ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ იმ წვლილს, რომელიც ტრანსგენდერმა ადამიანებმა შეიტანეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიხსენებთ მათ წარმატებებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხილვადობის დღის მეშვეობით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიწვევთ მორალურ პასუხისმგებლობას, გავზრდით შემწყნარებლობას და გავაუქმებთ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შეზღუდვებს.

 


 

როგორ ვადევნოთ თვალყური ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს 

  • შეგვიძლია, წავიკითხოთ ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებისა და გამოცდილებების ისტორია
  • გავაზიაროთ სხვადასხვა სტატისტიკა და სიახლეები ჰეშთეგით #TransgenderDayOfVisibility – გავავრცელოთ სიყვარული, რომელიც ასე ძალიან გვაკლია
  • დავესწროთ ღონისძიებებს, პირადად შევხვდეთ ტრანსგენდერ ადამიანებს და შევქმნათ მოგონებები მათთან ერთად

 


 

ვინ არის ტრანსგენდერი?

არსებობენ განსხვავებული ტიპის ტრანსგენდერი ადამიანები – ტრანსგენდერი ქალები, ტრანსგენდერი მამაკაცები და არაბინარული ადამიანები.

  • ტრანსგენდერი ქალები არიან ისინი, ვისაც დაბადებისას მიენიჭათ მამაკაცის გენდერი და ტრანზიცირდნენ, როგორც ქალები;
  • ტრანსგენდერი მამაკაცები არიან ისინი, ვისაც დაბადებისას მიენიჭათ ქალის გენდერი და ტრანზიცირდნენ, როგორც მამაკაცები;
  • არაბინარული ადამიანები არიან ისინი, რომლებიც არ იდენტიფიცირდებიან, როგორც ქალები ან მამაკაცები.

 


 

რატომ არის ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე მნიშვნელოვანი

  • ტრანსგენდერი ადამიანები გადიან ძალიან მძიმე ცხოვრების გზას. 2017 წლის ივლისში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 108 000 ლგბტქი ადამიანმა, რაც, დღესდღეობით, კვლევის მასშტაბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კვლევამ აჩვენა, რომ ლგბტქი ადამიანები ნაკლებად კმაყოფილნი არიან თავისი ცხოვრებით, ვიდრე სხვა მოქალაქეები, რამდენადაც მათმა უმეტესობამ განიცადა შევიწროება იდენტობის გამო. გამოკითხულთა 24% იყენებდა მენტალური ჯანმრთელობის სერვისებს ბოლო წლის განმავლობაში;
  • ტრანსგენდერად ყოფნა არ არის დანაშაული. როგორ შეიძლება, ვინმეს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმაზე, რაც კონტროლს არ ექვემდებარება? რატომ ანიჭებენ ტრანსგენდერ ადამიანებს უარყოფით მნიშვნელობას? ტრანსგენდერობა არ ნიშნავს პათოლოგიას – ეს არის მდგომარეობა და გზა, რომლითაც ადამიანები თავის იდენტობასა და სტატუსს გამოხატავენ;
  • მათ ისეთივე წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც სისგენდერმა ადამიანებმა. ჩვენ გვჭირდება ეს დღე, რათა აღვნიშნოთ და შევახსენოთ ტრანსგენდერთა საზოგადოებას, რომ მათი ცხოვრების ღირებულება, მიღწევები და ისტორიაში შეტანილი წვლილი დავიწყებული არ არის.
წინა

რუსეთის ლგბტქი საზოგადოება პოლიციის რეიდებისა და ცენზურის გამო ქვეყანას ტოვებს

შემდეგი

ქვიარის 11 სტატია, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების გამოცდილებებზე ჰყვება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების