როგორ გავხადოთ ფიზიკური აქტივობა მეტად მიმღებლური

ფიზიკური აქტივობა, ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგრადობაში. კვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობით მცირდება დეპრესიისა და სტრესის შეგრძნებები, უმჯობესდება გუნება-განწყობილება, იზრდება ენერგიის ლავირება, უმჯობესდება ძილის ხარისხი და გამომუშავდება თვითდისციპლინა.

ტოქსიკური ფიტნეს კულტურა  გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისი, საკამოდ ძლიერი, ფემინური ან მასკულინური.

ფიზიკური აქტივობა, არის ერთერთი იარაღი, რომელიც ჩვენს თავზე მუშაობაში და გაძლიერებაში გვეხმარება, პირველ რიგში მენტალურად. იგი მეტად გვაახლოებს ჩვენს სხეულთან, მის უკეთ გაცნობასა და მის უკეთ წარმოჩენაში გვეხმარება, რომ აღარ ვილაპარაკოთ მის დადებით მხარეებზე, რომელსაც ახდენს ფიზიკურ მხარეზე.

სანამ გადავწყვეტთ, რომ სპორტ დარბაზს ვეწვიოთ, მანამდე უმჯობესი იქნება უფრო კარგად გავიაზროთ ის სოციალური ტოქსიკური გარემო, რომელიც შესაძლოა დაგვხვდეს, რათა შექმნილმა გარემომ ჩვენი სხეულის აღქმაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს.

თუკი გიცდიათ ფიზიკური აქტივობით დაკავება სპორტდარბაზში და იგი თქვენთვის არ იყო კარგი გამოცდილება, იგი  დაკავშირებული იყო სტრესსთან შექმნილი გარემოდან გამომდინარე, არსებობს მრავლი სხვა საშუალება თუ როგორ დავიტვირთოთ თავი ფიზიკურად. ნეგატიურ გამოცდილებას არ მისცეთ უფლება ხელი ჩაგაქნევინოთ თქვენი თავის გაუმჯობესებასა და სიყვარულზე. არსებობს სხვადასხვა გამოსავალი, ზოგიერთისთვის კარდიო, ცეკვა, სირბილი, ლაშქრობა ხელს უწყობს ორგანიზმს ენდორფინების გამოყოფაში, ამიტომ არჩევანში ხართ თავისუფალი, თქვენს პიროვნებასთან და თქვენს მისწრაფებებში, გსურთ სულიერი სიმშვიდის მოპოვება იოგით, მედიტაციით თუ უბრალოდ თქვენი სხეულის რელიეფის ცვლილება გსურთ. სწორი აქტივობის შერჩევა მნიშვნელოვანია, რაც შემდეგ განაპირობებს მის ჩვევად ჩამოყალიბებას და გამომუშავდება დისციპლინა, რომელიც შემდეგ გვეხმარება საკუთარ თავთან მუშაობაში  და იგი მნიშვნელოვნად მოქმედებს  თვითშეფასების ხარისხზე.

ყველა სხეული არის ინდივიდუალური და განსაკუთრებული, მნიშვნელოვანია ჩვენი განწყობა თუ როგორ ვუყურებთ საკუთარ თავს, იმისთვის, რომ ფიტნესისი მიმართაც გაგვიჩნდეს დადებითი დამოკიდებულება, პირველ რიგში ჩვენი თავის სიყვარულზე უნდა ვიმუშავოთ, რათა გაგვიჩნდეს სწორი ამბიცები და განვითარებისა და  ჩვენი თავის საუკეთესოს ვერსიის შექმნაზე ვიფიქროთ.

მნიშვნელოვანია, რომ გავითავისოთ, არ არის აუცილებელი ჩვენ თავს დავაძალოთ რაიმე აქტივობა, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, უბრალო უნდა დავაფასოთ ყოველი მომენტი რომელიც გვაქვს, და დროსთან ერთად შესაძლოა სხვა მიზნები გაგვიჩნდეს.

როგორც სხვა სოციუმის წრეებში, ფიზიკური აქტივობის დროსაც მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ თანამოაზრეები, რომლებიც გარემოს, ინტერესს, მიმღებლობას, დაცულობას, შემატებენ პროცესს და საზიარო იქნება სხვადასხვა თემები.

მოტივაციის შენარჩუებაში კარგი ინსტრუმენტია, რომ ხშირად აღბეჭდოთ საკუთარი თავი ტრანსფორმაციისა და განვითარების გზაზე, შეადაროთ, დააფასოთ, გიყვარდეთ და სხვა ქვიარებისთვისაც იქცეთ ინსპირაციის წყაროდ, რომ თუკი თქვენ შეძელით სხვაც აუცილებლად  შეძლებს და ეს მექანიზმი აუცილებლად იმუშავებს დადებითად, როგორც ინდივიდის ისე სოციუმის შემთხვევაში.  თქვენ უნდა იქცეთ  საკუთარი ფილმის მთავარ ვარსკვლავად და შემოქმედად, რომელიც სხვებისთვისაც მისაბაძი იქნება, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი გიყურებთ, რომლებისთვისაც შეიძლება იქცეთ მისაბაძ მაგალითად.

საკუთარი თავის სიყვარული იწყება, მისი მიღებით პირველ რიგში, ისეთის, როგორიც ვართ. სხვადასხვა ტრანსფობიური, ჰომოფობიური, რასისტული,  შეხედულებეი გვიქმნის წარმოდგენას მცდარ შეხედულებას  სხეულზე, აქცევს მას ჩარჩოში. უბრალოდ მარტივი კითხვები დაუსვით საკუთარ თავს, რატომ გვეშინია წონაში მომატების? რატომ არ ვარ ფემინური/მასკულინური ? ან რატომ აქვს  ჩემი კანის ფერს გავლენა იმაზე თუ როგორი ვარ და როგორ ვხედავ საკუთარ თავს?!

არ არსებობს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ ფიზიკური აქტივობა მეტად მიმღებლური, თუმცა ფაქტია მისი დადებითი გავლენა, რომელიც შეიძლება იქონიოს პიროვნების განვითარებაზე და გარდაქმნაზე . პირველ რიგში უნდა მივიღოთ საკუთარი თავი და გვქონდეს მასთან ნეიტრალური დამოკიდებულება, მივიღოთ იგი ისეთი , როგორიც არის და ასე შევიყვაროთ და ვიზრუნოთ მის ცვლილებასა და განვითარებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში,  აღქმაში , განვითარებაში და შეცნობაში.

 

წყარო: https://www.them.us/story/queer-fitness-guide-affirming-exercise

პუბლიკაციის ავტორი ანა ბურდული

წინა

მთავარია რომ ზიზღს, აგრესიას დავუპირისპიროთ სიყვარული და ჩვენი სიძლიერე

შემდეგი

დრეგსა და რესლინგს გაცილებით მეტი საერთო აქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ამბობს ქვიარ რესლერი EFFY

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,