თბილისი პრაიდის ინფორმაციით, კვირეული 1-8 ივლისს ჩატარდება და მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.
“სიყვარულს ვერ დაამარცხებ!
თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას.
გვჯერა, რომ 2023 წლის თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებით:
▪️ გავაძლიერებთ თემს;
▪️ ავამაღლებთ საზოგადოების ცნობიერებას;
▪️ უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას;
▪️ შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან;
▪️ წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას.
წელს, თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.
შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა 2023 წლის პრაიდის კვირეულში და მხარი დაუჭირეთ ქვიარ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებასა და თანასწორობას საქართველოში”, – ნათქვამია თბილისი პრაიდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.