/

პუტინი ლგბტქი დროშის ფონზე: ჰაკერების მორიგი თავდასხმა ბულგარეთის სატელევიზიო არხებზე

გასულ კვირას, 6 მარტს ჰაკერების ჯგუფმა ბულგარეთის რამდენიმე სატელევიზიო არხის ონლაინ მაუწყებლობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ცნობილი მიმით Gay Clown Putin-ით ჩაანაცვლეს.

Gay Clown Putin ბულგარეთის ეთერში ანტისაომარი წარწერით, Make Love, Not War გამოჩნდა. ვირუსული მიმი რამდენიმე ბულგარულ ნაციონალურ სატელევიზიო არხზე იყო, მათ შორის NOVA TV-ზე, Bloomberg TV Bulgaria-ზე, Bulgaria On Air-ზე და ბულგარეთის ნაციონალურ ტელევიზიაზე.

ფოტო / Getty Images

Novinite.com-ის, ბულგარეთის უმსხვილესი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტოს და Bulgaria On Air-ის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად ვირუსული მიმი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გამოსახული ეკრანზე, ზოგიერთმა ტელეარხმა ორშაბათამდე შეწყვიტა მაუწყებლობა, Bloomberg-მა და Bulgaria On Air-მა კი დატოვა გამოსახულება მაუწყებლობაში.

ჰაკერებმა, რომელთა ვინაობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მოახერხეს სატელევიზიო არხების სერვისის პროვაიდერის დომენის სისტემაში შეღწევა არსებული ხარვეზების გამოყენებით.

კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა რაც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა 26 თებერვლას გამოაქვეყნა განცხადება თვითერზე  და მოუწოდა მოყვარულ თუ პროფესიონალ ჰაკერებს გაერთიანებულიყვნენ რუსულ ძალებთან საბრძოლველად.

ფედოროვის განცხადებაში წერია, რომ უკრაინას სურს შექმნას ერთგვარი IT არმია რუსეთთან საბრძოლველად და განცხადებას თან დაურთო ტელეგრამის ჯგუფის ლინკი, რომელმაც მალევე დააგროვა 35 000-ზე მეტი მომხმარებელი.

მას შემდეგ რაც ჯგუფი შეიქმნა, უკრაინაში მიმდინარე ომის კადრების გასავრცელებლად მოხალისე ჰაკერებმა არაერთი რუსული მედიის გვერდები გატეხეს და მოიპარეს ფაილები რუსეთის სამთავრობო უწყებებიდან.

ცნობილი ინტერნეტ მიმი, რომელზეც ვლადიმერ პუტინია გამოსახული ლგბტქი დროშის ფონზე 2013 წელს რუსეთის “გეი პროპაგანდის” კანონის პროტესტის ნიშნად გაჩნდა  სოციალურ ქსელ Tumblr-ზე. მას შემდეგ ვირუსულ მიმს ხშირად იყენებენ საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ქვეყნაში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2017 წელს სურათი ექსტრემისტულად მონათლა და შავ სიაში შეიყვანა, რადგან მათი განმარტებით სურათი მიუთითებს “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარაუდო არასტანდარტულ სექსუალურ ორიენტაციაზე”

 

 

 

წინა

ქვიარ ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად

შემდეგი

ოზურგეთში პრორუსული ალტ-ინფოს ოფისის გახსნას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,